ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.მათი ცნობით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფოლებელია.
“ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ,,ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში” მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 185 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ. ამასთან, მიზნობრივი, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის” 99 მებაჟე ოფიცერს.
გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა სამ თანამშრომელს (ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშების პასუხები ,,COVID-19″-ზე დადებითია).
ბატონებო და ქალბატონებო, თებერვლიდან მოყოლებული “ალია” ამას ვწერთ, გატესტეთ მოსახლეობა, რაც მეტად გატესტავთ, მით მეტ უსიმპტომო პაციენტს იპოვნით, რაც მეტ უსიმპტომო პაციენტს იპოვნით, მით მალე დაადგენთ, მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა გადაიტანა ვირუსი და როგორ შეილება რეგულაციები დაადგინო, ან შეარბილო ისე, რომ არც ქვეყნის ეკონომიკა დაიქცეს და არც უკვე ჩამოქცეულ ჯანდაცვის სისტემა აღმოჩნდეს პარალიებული.
კარგი იქნებოდა, ეს პროცესი მარტიდან მაინც დაგეწყოთ.
კომენტარები