მომავალ კვირას დედამიწას გიგანტური ასტეროიდი მოუახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას cnn-ი ავრცელებს.
ასტეროიდი სახელწოდებით – 52768 (1998 OR2), პირველად 1998 წელს აღმოაჩინეს. 29 აპრილს იგი დედამიწას ყველაზე მეტად მოუახლოვდება.
Arecibo Observatory – ის მიერ გავრცელებულ ფოტოებში თითქოს ასტეროდი სამედიცინო ნიღაბს „ატარებს“.
ნასას თანახმად, ასტეროიდი კლასიფიცირდება, როგორც პოტენციურად საშიში ობიექტი, რადგან იგი დედამიწის ორბიტიდან 5 მილიონი კმ-ის დაშორებით გაივლის.
კომენტარები