„ფლანგვის დეტექტორი“ ინფორმაციას ავრცელებს:
სოფლები საბათლო, სამთაწყარო და ფიროსმანი კვლავ ვერ სარგებლობენ სრულყოფილი წყალმომარაგებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე 8.6 მლნ ლარი ჩაერიცხა ბიუჯეტიდან.
ხელშეკრულების დასრულების ვადამ 11-ჯერ გადაიწია, თუმცა შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლო საერთოდ არ დაკისრებია.
სამუშაოების შემსრულებელია ამხანაგობა, რომელიც ორ კომპანიას აერთიანებს – “ჯეითუნ საქართველოს ფილიალსა” და შპს საბას.
2021-2022 წლებში, ამხანაგობა “ჯეითუნ საქართველოს ფილიალი და შპს საბამ”, 4 სახელმწიფო შესყიდვა მოიგო, ჯამში 64 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების.
შპს საბას მეპატრონეები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან.
2014-2022 წლებში ამ კომპანიამ ჯამში 90 მილიონი ლარის 13 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 6-ში უკონკურენტო გარემოში.“
კომენტარები