თბილისის მე-8 საავადმყოფოს ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მეუღლესთან სტუმრად 27 აპრილს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და დედაქალაქში გაემგზავრა. სწორედ ამის შემდეგ დაუდგინა ქალს COVID- 19.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის მეუღლეს ურთიერთობა ჰქონდა სამ მეზობელთან. ყველა მათგანი ამ დრომდე თვითიზოლაციაში და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება . ამ ეტაპზე კონტაქტში მყოფ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ გამოუვლინდა.
საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 221 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
კომენტარები