ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, “ტვ პირველთან”, გადაცემა “რეაქციაში”, ამბობს:
შილერის “ვერაგობა და სიყვარული”, მისი პერიფრაზირება ივანიშვილთან მიმართებაში გამოვა ასე – ვერაგობა და ივანიშვილი, მისგან არაფერი კარგი არ გამოვა, არც იქნება და გუშინაც ჩვეულებრივი ეროვნული ღალატის დღე იყო, ის შეხვდა ალიევს, ესწრებოდა ღარიბაშვილი, დარბოდა გართ… გუშინდელი ღალატის ეროვნული დღე დაგვირგვინდა იმით, რომ მიტაცებულ გარეჯზე სამუდამოდ აიღო ხელი ივანიშვილმა, გასცა, გაყიდა ტერიტორია, ჩვენ ახლა აღდგომის მონასტერში მხოლოდ ტურისტის რანგში შეგვიძლია მისვლა, ისიც აზერბაიჯანის მხრიდან და ისიც თუ შეგვიშვებენ, ეს საკითხი დამთავრა, 2018-2019 წლებში დაიწყო მისი ოფიციალური გადაცემა.
არ დამავიწყდება, 26 აპრილს, როცა მემუქრებოდა აზრებაიჯანელი მესაზღვრე სროლით, იმ დღეს შემოვიდა მათი შეიარაღებული ძალები, დაიკავეს ტერიტორია, რომელიც დღეს გადაიქცა დეურე მდგომარეობად და ამის შემოქმედია ბიძინა ივანიშვილი – არავითარი წინა ხელისუფლება, წინა ხელისუფლებას თავისი ცოდვები ეყოფა, ეს ძალიან კარგად ვიცით, ამაზე ვსაუბრობდით, ვისაუბრებთ და ამას ისტორიიდან ვერ წაშლით, მაგრამ ამან (ივანიშვილმა) თავის ცოდვებზე უნდა აგოს პასუხი და ეს პასუხისგება შეიძლება აღარ გამოდგეს საკმარისი, რომ პირვანდელი მდგომარეობა აღვადგინოთ. ძალიან მალე, სახელმწიფო ღალატისათვის, ქართული მიწების უდიდესი ქრისტიანული ცივილიზაციის ცენტრის გაცემა-გადაცემა ბიძინა ივანიშვილს დაუჯდება უვადო პატიმრობად.
წინასაარჩევნო ლოზუნგი – “გარეჯი საქართელოა” – ეს ის ვარიანტია, მკვლელი რომ მიცვალებულს დასტირის და ეძებს მკვლელს სხვაგან.
მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენ ძმებ აზერბაიჯანელებს, მათ შორის, აზერბაიჯანში მაცხოვრებლებს, აქ მაცხოვრებლებს, რომლებიც პირდაპირ წერენ სოციალურ ქსელებში, რომ ეს არის ქართული, ქრისტიანული ცენტრი და ჩვენ ის უნდა დავუბრუნოთ ქართველებს. დიდი მადლობა ძმებო და მეგობრებო, მთავრობები იცვლებიან, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ძმობა სამუდამოა და არ შეიცვლება.
ეს კლანური, მაფიოზური ოჯახები იყოფენ იმ შემოსავლებს, რაც აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხისაა. მოგეხსენებათ, მეორე საკითხი, ამ საიდუმლო შეხვედრაზე იყო შეცვლილი პირობების შესაბამისად – ალიევმა ჩამოუტანა ივანიშვილის პუტინის დანაბარები – გადანაწილდეს შემოსავლები და მათთვის ხელსაყრელ პირობებში გაიაროს ენერგო ტვირთებმა, რომელმაც მთელი ევროპა უნდა მოამარაგოს, ეს არის ტრილიონები, საიდანაც ქართველ ხალხს არაფერი არ დარჩება, ის დაილექება ივანიშვილის მაფიოზური ოჯახის ჯიბეში. ვინც მიმაგრებული იყვნენ ივანიშვილისგან ამ მაფიოზური სქემის საკონტროლებლად, მამაცაშვილები და სხვები, ვინც დაასანქცირა ახლა ზელენსკიმ და ძალიან მალე ამერიკა და ევროპა დაასანქცირებს… პირად კონტაქტებს რუსეთიდან ერიდებიან მას შემდეგ, რაც ევტუშენკოსთან ივანიშვილის საუბარი გაიშიფრა, ამიტომ აირჩიეს მეზობელი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც პუტინთანაც საუბრობს და ერდოღანთანაც, მაქსიმალური სიადუმლოების პირობებში, ეს შეხვედრა დაიგეგმა სოფელ მუხრანში, შატოში. პრეზიდენტი არ დაასწრეს იმიტომ, რომ ის ენაზე კბილს ვერ დააჭერდა და იტყოდა, რომ ივანიშვილი ესწრებოდა იმ შეხვედრას.
ივანიშვილი 1 საათით ადრე ავიდა და თავს იქცევდა სტაფილოს წვენით, მართლა, ჰგონია რომ ას 120 წელი იცოცხლებს, რა ფასი აქვს ეგეთ სიცოცხლეს? როდესაც ამდენი მაგინებელი ჰყავს?
ვინ გააკონტროლებს ამ პროცესს, მამაცაშვილის და ევტუშენკოვის ჯგუფს ვინ აანაცვლებს, ამაზე შეთანხმდნენ საიდუმლოდ და ტარიფებზე შეთანხმდნენ, ტარიფია ენერგომატარებლების გატარების დროს მთავარი, 0,1 პროცენტით რომ შეიცვალოს ტარიფი, ილექება ასეულობით მილიონი დოლარი დაბლა. ამ ტარიფების შეთანხმება ვერ მოხდებოდა ამ სატელეფონო მოსმენების პირობებში, არამარტო ივანიშვილი გვისმენს ჩვენ, მასაც უსმენენ, ამიტომაც შეაწუხეს მეზობელი სახელმწიფოს პრეზიდენტი საკუთარი თვითმფრინავით. სხვათა შორის, ასეთი თვითმფრინავი აშშ-ს პრეზიდენტსაც არა აქვს, წარმოიდგინეთ რა შემოსავალი აქვთ, ხელფასებსაც გასცემენ, პრემიებსაც, ყარაბაღიც დაიბრუნეს, ჩვენც გარეჯი წაგვართვა, თეთრ ცხენზე ზის ალიევი. ალიევი რეგიონის ლიდერი არ არის, მაგრამ თეთრ ცხენზე კი ზის. ჩემი ინფორმაცია, ძალიან მალე ოფიციალურად დადასტურდება.
გარეჯი დათმეს იმ ფასად, რომ ივანიშვილის ოჯახმა, მისმა მაფიამ, და მისი მაფია არ არის მხოლოდ ოჯახი, მილიარდები მიიღოს საქართველოს გავლით, ნავთობტერმინალებით, რომელიც ევროპაში მიედინება. ტრიოლიონებზეა საუბარი. ინტერესი წარმოიდგინეთ რამხელაა? – და გასცა ქართული სახელმწიფო.
უდიდესი პატივისცემა ჩვენ აზერბაიჯანელ ძმებს, ისევ და ისევ, მთავრობები მიდიან და ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ. რა განსხვავებაა წამრთმევებს შორის, პუტინი გართმევს თუ ალიევი, რამე განსხვავება არის? მაშინ პუტინიც მიიწვიონ შატოში და იქნებ უფრო იაფად მოგვცეს გაზი და ის მავთულხლართებიც ახსნას, განსხვავებით ალიევისგან, რომელმაც არ დაიხია უკან, ეს ჩვენი იერუსალიმი რომ აქვს დაკავებული.
თავს ვიკავდებით ამ თემის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისაგან, ისევ და ისევ კეთილმეზობლური ურთიერთობიდან გამომდინარე, არ დამავიწყდება, როდესაც აშშ-ს კონგრესში, შემხვდა აზერბაიჯანის დელეგაცია, საუბარი გაება და გვითხრეს, ჩვენ ძმები ვართ და ვუთხარი, ნამდვილად ძმები ვართ, გარეჯი უნდა დაბრუნდეს და მერე უფრო მაგარი ძმები ვიქნებით. თავს ვიკავდებით, იმედი არ კვდება არასოდეს. ამდენი წელი გავიდა, ჯარები არ გავიდნენ, იქ აშენდა სამხედრო ბაზა, გაიყვანეს ავტობანი, ჩვენი მსახურები იქ ვერ გადადის, არ ყოფილა სადერმაკაციო სხდომები, დათმობის ნიშნები აზრებაიჯანული მხრიდან არ ჩანს. პირიქით.
აღდგომის მონასტერი იყო ჩვენ იურისდიქციაში, თუმცა იყო სადაო ტერიტორია, დემარკაცია იყო საჭირო, აქედან გამომდინარე არც ჩვენ გვქონდა იქ ჯარების შეყვანის უფლება და არც აზერბაიჯანს სადერმაკაციო მონაკვეთზე.
როდესაც ივანიშვილი აფეთქებდა საყდრისს, მილიონობით ხეს ჭრიდა, არ ითვალისწინებდა, რომ რომ ეს ცნობილი გახდებოდა და აღვშოფთდებოდით? – მაგრამ ხომ დაიკიდა ფეხებზე? როდესაც ის სახელმწიფოს ყიდულობდა, როდესაც სამთვარობო, საკანონმდებლო ხელისუფლებას ითვისებდა, როდესაც მთელი ბიზნესი ოჯახში მიჰქონდა, ხომ ითვალისწინებდა, რომ ეს ყველაფერი ცხადი გახდებოდა. როდესაც გვპირდებოდა იაფ ფულს, სამუშაო ადგილებს, ფაბრიკა-ქარხნნებს – ყველაფერს საუკეთესოს, ხომ ითვალისწინებდა, რომ ეს ტყუილი მალე გაიშიფრებოდა? – მერე გვითხრა, წადით, გერმანიაში იმუშავეთო. ვერაგობა ივანიშვილის ხელობაა. ბანდიტობა, ძარცვა, თაღლითობა, მის სისხლშია და ის პუტინისგან და ეშმაკისგან მოევლინა სასჯელად საქართველოს, ღმერთი დაგვეხმარება, ალბათ, მაგრამ ჩვენც ხელი უნდა გავანძრიოთ და ძალიან მალე მოვიცილოთ ეს უბედურება, რომელიც წარმოადგენს გველეშაპს. ყველაფერზე წამსვლელია.
ვის გაუკვირდება ახლა მუხრანში მისი ალიევთან შეხვედრა, როცა ყველაფერი ფარულად აქვს გაკეთებული, ბიზნესი გაფორმებული აქვს ახლო კლანზე, სახელმწიფო გაფორმებული აქვს თავის სახელზე, მაგრამ ფორმალურად ღარიბაშვილი, პაპუაშვილი, ვითომ ისინი წარმოადგენენ, კანონს თვითონ იღებს, კანონს თვითონ ცვლის, საგარეო პოლიტიკას თვითონ განსაზღვრავს, არჩევნებს თვითონ ატარებს, ყველა თანამდებობის პირს თვითონ ნიშნავს… სხვათა შორის თვითონ დადის ღამე ხეების ასარჩევად, მთვარიან ღამეს, განსხვავებით გალაკტიონისგან, არაფერი რომანტიული არ არის ამის ღამით სიარულში. ეს არის კრიმინალი ტერორისტი, აფარებული აქვს ქვეყანა და მძევლებით ვაჭრობს და გუშინ იყო მძევლებით ვაჭრობის ერთ-ერთი ეპიზოდი და ამაზე ის აგებს პასუხს – მისი ზეობა მთავრდება, მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგაა, მთელი მსოფლიო გვეხმარება რომ მოვიშოროთ, მთავარია გამოვფხიზლდეთ. სამ დღიანი შეკრებაა საჭირო ქართველი ხალხის.
პარლამენტში რომაა წამოწოლილი ოპოზიცია, ის მზად ვერ იქნება, 2024 წლამდე უნდა მიიტანოს თავისი გაჭირვებული სული, იმ პრივილეგიებში, რაც პარლამენტს ახასიათებს. ჩვენ მზად ვართ 3 დღე გვინდა შეკრება რუსთაველზე, ივანიშვილის ნასახი არ იქნება, თავისი გადაწყვეტილებებიანად.
“ალიევს ივანიშვილი ფარულად შეხვდა და გარეჯი გაასხვისა” – ნათელაშვილი
კომენტარები