პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“ძალიან დასანანია, მაგრამ ეს არის ფაქტი – 3 დღეა იწვის ბორჯომის ტყე და ამ 72 საათის განმავლობაში 4 უწყებამ გამოაქვეყნა თავის მრავალათასიან ოფიციალურ ფბ გვერდებზე ჯამში 11 (!) პოსტი, რომლიდან ძალიან რთულია დაადგინო, რა ზარალი მიადგა ქვეყანას და ამდენი ადამიანის ტიტანური შრომის შედეგად რა გადარჩა; არ ვიცით, რა ვითარებაა ამჟამად; არც ის ვიცით, რის გამო და როდის გაჩნდა ხანძარი; ბორჯომის ადგილობრივი მკვიდრიც დებდა ფბზე ფოტოებს და გაბრაზებულ პოსტებს და ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების ინფორმირება ჩატარებულ სამუშაობზე, მიმდინარე სამუშაოზე, დაგეგმილ სამუშაოზე. რა ვიცი, დღეში 4-ჯერ ძალიან მწირი ინფორმაციის მქონე პოსტებით არ კეთდება ასეთი რთული საქმეები
პ.ს. ჩემი დიდი პატივისვემა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა ებრძვის სტიქიას და საფრთხეში აგდებს საკუთარ სიცოცხლეს საქართველოს მოქალაქეების და უნიკალური ბუნების გადარჩენისთვის!”
კომენტარები