დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტკოვიდური სინდრომის ანუ გრძელი კოვიდის შესახებ წერს.
„მოკლედ და კონკრეტულად – გრძელი კოვიდი არის საქართველოსთვის საკმაოდ დიდი საფრთხე. რატომ?! მოსახლეობის 30%-ზე მეტმა გადაიტანა ეს ვირუსი.
გამოსავალი:
- სამედიცინო პირბადე
- 2 მეტრიანი დისტანცია
- “ფაიზერის” ვაქცინა
ეს ვერაგი არის დასამარცხებელი.
- 1890 რუსული “გრიპი”
- 1918 ესპანური “გრიპი”
- 2020 ჩინური “გრიპი”
ვხედავთ რომ არის ბევრი საერთო რამ ამ “გრიპებში”
- გავრცელების დიდი არეალი
- გაზრდილი სიკვდილიანობა
- დატოვებული სხვადასხვა დაავადებები
გრძელი კოვიდი არის მისახედი. გამოსავალი:
- კოვიდ გადატანილი პაციენტი უნდა იყოს ფრთხილად და მუდმივი კონტაქტი უნდა ჰკონდეს მკურნალ ექიმთან (მინიმუმ 1 წელი)
- არ დაიწყოთ თვით მკურნალობა! ეს სახიფათოა!
- რეინფიცირების ალბათობა არის გადატანიდან 5-6 თვეში
- სამედიცინო პირბადე
- 2 მეტრიანი დისტანცია
- “ფაიზერის” ვაქცინა”
კომენტარები