პოლიტიკური გაერთიანება„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილის თქმით,3 ივლისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე არ მივა, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც. სახლობანად მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ. არ ვიცი, ამაში ვინ მონაწილეობს, ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის უკვე გაუგებარია იმ მიტინგის მიზანი, რომ რაღაც მთავრობა აირჩიონ. სინამდვილეში, ეს არის ენერგიის გაფანტვა, ენერგიის არასწორი მიმართულებით წაყვანა და ძირითადი მიზნისგან დაშორება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, 24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვა.
კომენტარები