“ლელო საქართველოსთვის” 3 ივლისის ევროინტეგრაციის აქციასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სპეციალურად რეგიონებისთვის 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძრება ავტობუსები დედაქალაქის მიმართულებით.
“ლელოს” ორგანიზებით საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძრება ავტობუსები, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, დაესწროს თბილისში, რუსთაველზე აქციას.
ავტობუსების განრიგი:
- წალენჯიხა 9:30 | მერიის მიმდებარე ტერიტორია
- ბათუმი 10:00 | “ლელოს” ოფისი. ფარნავაზ მეფის #46.
- ზუგდიდი 11:30 | გუბერნიის წინ მოედანი
- ჩხოროწყუ 12:00 | ცენტრალური მოედანი
- ხარაგაული 14:30 | კინოთეატრი
- ჭიათურა 14:30 | ნინოშვილის ქუჩა
- სამტრედია 14:30 | ჭავჭავაძის ქუჩა
- ზესტაფონი 15:30 | ცენტრალური მოედანი
- ტყიბული 14:30 | კარლო ლომიძის მოედანი
ინფორმაცია საათობრივად განახლდება, დაემატება სხვადასხვა ქალაქები და რაიონული ცენტრები, საიდანაც შეგიძლიათ გამოყვეთ “ლელოს” ავტობუსებს აქციაზე დასასწრებად”- ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. ადგილზე შეკრებილები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ქვეყნის მომავალი ევროპაშია.
კომენტარები