ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„6:3 ხელისუფლების ფორმალური გამარჯვებაა, მაგრამ რეალურად კატასტროფული მარცხია.
3 მოსამართლის წინააღმდეგობამ გამოავლინა, რომ სისტემას სერიოზული კოროზია შეეპარა.
საზოგადოება ახლა კი არ უნდა ქილიკობდეს და შეთქმულების თეორიებს ავითარებდეს, არამედ უნდა აქებდეს და მხარდაჭერას უცხადებდეს ამ სამ ადამიანს, რომლებმაც მძიმე დარტყმა მიაყენეს ხელისუფალს.
სისტემის მდგრადობის შერყევა, რაც ხელისუფლების ცვლილების აუცილებელი ელემენტია, მოხდება მაშინ, როდესაც წესიერ ჩინოვნიკს ეცოდინება, რომ სამოქალაქო გმირობა ფასდება.
თუ ამ მარტივ ჭეშმარიტებას ვერ ვიაზრებთ, მაშინ რა გვინდა პოლიტიკაში?“
კომენტარები