საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სპეციალურ ბრიფინგზე, ამბობს:
“რა დღეში ვართ და საითკენ მივდივართ
ახლა იწყება სერიოზული მომენტი, ახლავე იწყება,1 კვირაში ჩატარდება ასოცირების საბჭო, სადაც პრემიერია მიწვეული, ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა.
ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ხელისუფლებიდან, მთავრობიდან, არავინ ჩასულა ბრიუსელში, რომ ამ 12 რეკომენდაციაზე პირველადი მაინც გასაუბრება ყოფილიყო იმიტომ, რომ შეიძლება, ყველაფერი არ იყოს იმ ფორმით მისაღები, რეალისტური, შეიძლება რაღაც არის გადასახედი და ჯერჯერობით არის იმ დღეში, რა დღეშიც იყო ეს რეკომენდაციები. ვითომც იყოს რაღაცა ისეთი ფორმით მოწოდებული, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა სრულიად… ჩაბეტონებული ასე ვთქვათ, რაც მე ვიცი, რომ ასე არ არის და ყველაფერზე შეიძლება საუბარი.
ეს იქნება პირველი საშუალება რომ სერიოზული საუბარი შედგეს ევროპელ პარტნიორებთან და ეს არ უნდა დაიკარგოს.
მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი პრემიერისთვის, ურავლესობისთვის, მთავრობისთვის.
პირველ რიგში პრემიერი და მთვარობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს და ოთხეულებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან.
არ შეიძლება ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ სტატუსს და მეორე ხელით ხან ვლანძღავდეთ ამერიკას, ხან ევროპის კომისიას, ხან ვაბრალებდეთ პარტნიორებს, ვითომ უნდათ ჩვენი ჩართვა რაღაც ომში…
მკაფიოდ იყოს ნათქვამი – არავის უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს ისეთი ტყუილია, რომელიც საბჭოთა პროპაგანდის დამთავრების მერე არავის სმენია. ცოტა მოვიდეთ გონზე, არ გვინდა მოგონება რაღაცეების, ვინმე ფიქრობს, რომ ამითი საზოგადოებას აზრს შეუცვლის?
ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენ გამო ჩვენ მიმართ, სანქციებზე არასწორი გამონათქვამები, ეს რაღაც ომის თემა, რომელიც ძალიან გაუგებარია ყველასთვის – ეს არის მომენტი, როცა ეს ტყუილები უნდა გაიფანტოს, ეს ეჭვები – რაც ჩვენ ქვეყანაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ეს ევალება პრემიერს, როცა ჩავა.
მეორე რაც ევალება პრემიერს ეს არის გეგმის წარდგენა – უკვე აღარ არის დრო პროცესის, კალენდრების – რა გეგმით ვასრულებთ იმ 12 რეკომენდაციას – ეს არის ის, რაც უნდა დაუმტკიცოს ჩვენ პარტნიორებს, დაინახონ რომ საქართველო სერიოზულად დგას ამ გზაზე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
და მესამე, ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდგომ, სამ კვირაში უკვე იმართება გაეროში გენ. ანსამბლეა, როგორც ჩანს, პრემიერი იქაც აპირებს წარადგინოს საქართველო, მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და უქაც უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი რაც შეიქმნა ჩვენ მიმართ – ვიცით სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით? სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, არ ნიშნავს ომში ჩართვას – სოლიდარობაა ის, რაც საქართველომ ძალიან კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში და ბრძოლაში – სოლიდარობაა რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო, უნდა იდგე მორალურად მის გვერდით, სხვას მეტს არავინ არაფერს გთხოვს, არც დამატებით სანქციებს, არც ჩართვას რამეში – ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც დგომა ეკადრება ჩვენ წარსულს, ჩვენ ღირსებას და მეგობრულ ურთიერთობას იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია.
ეს არის ის, რაც უნდა გამოვაჩინოთ გაეროში, იქ სხვა თემა არ იქნება – ომი და ოკუპაცია. ნათელი უნდა იყოს, არჩევანი მარტივია – გვინდა, რომ ვიყოთ აღთქმული, როგორც ქვეყანა, რომელიც ნაწილია ევროპული ოჯახის, თუ ვმერყეობთ? ეს არის ის რაც უნდა გამოჩნდეს უახლოეს დღეებში და ამაზე პასუხისმგებლობა არის ყველასი ერთად, ოპოზიციაც უნდა გამოვიდეს თავისი რაღაცა ბოიკოტისა, თუ გვერდზე ვიხედებით…
მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა, მოსახლეობა და მეც პირადად ვუყურებთ რა მოხდება, როგორ მოხდება და ამ შანსის ჩაგდებას არავინ არავის არ აპატიებს.
კომენტარები