ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 275 ათასი ტონა, რაც 17,8 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (257,2 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2023 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 127,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 147,5 ათასი ტონა.
განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 232,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 84,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 40,9 ათასი ტონა – 14,9%; თურქმენეთი – 1,2 ათასი ტონა – 0,4%; ბელარუსი – 0,7 ათასი ტონა – 0,2%; უკრაინა – 0,1 ათასი ტონა – 0,05%; ბულგარეთი – 0,1 ათასი ტონა – 0,05%;
ექსპერტების თქმით, ეს ციფრები და მონაცემები ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების” მთავარი საზრუნავი სანქციების გვერდის ავლაში დახმარება და რუსეთის ეკონომიკური გაძლიერებაა.
კომენტარები