იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ვინ არის მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი, რომელმაც ტვ პირველთან დაკავშირებით განჩინება გამოიტანა.
გახსოვთ ალბათ ნოემბერში რომ ავტეხე განგაში ღამით დანიშნულ 36 მოსამართლეზე, მათ შორის იყო ლაშა კლდიაშვილიც.
მაშინ არ არსებობდა იმის აუცილებლობა, რომ იუსტიციის საბჭოს ამ რეჟიმში მიეღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
სულ რაღაც 3 თვეა რაც ლაშა კლდიაშვილი მოსამართლეა – 2020 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგა სამოსამართლო საქმიანობას, იქამდე მოსამართლე არასოდეს ყოფილა.
მას აქვს გამომძიებლად და პროკურორად მუშაობის გამოცდილება. მოსამართლედ დანიშვნამდე იყო შსს-ს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ლაშა კლდიაშვილის ბიოგრაფია: http://hcoj.gov.ge/…/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83..
კომენტარები