ბათუმში უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვს რკინის კარი დაეცა.
„ახალ ბინაში გადადიოდნენ, რკინის კარი ჩამოხსნეს და კედელზე მიაყუდეს, ამ დროს გადმოყირავდა კარი და დაეცა ბავშვს“, – ამბობს ოჯახის ახლობელი TV 25-თან.
კომენტარები