ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
ზუსტად 98 წლის წინ, 1924 წლის 30 აგვისტოს საბჭოთა უშიშროებამ დახვრიტა ვალიკო ჯუღელი – კაცი, რომელმაც ჟორდანიასთან ერთად კი დატოვა საქართველო, მაგრამ აჯანყების მოწყობის მიზნით უკან დაბრუნდა და ამ სამზადისისას დააპატიმრეს.
ჯუღელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი. მონაწილეობდა 1918-1921 წლებში მომხდარ თითქმის ყველა ბრძოლაში. დაიჭრა 1921 წელს რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლისას.
მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩახშობილ იქნა 1920 წლის ანტისახელმწიფოებრივი აჯანყება ცხინვალის რეგიონში, რითაც აღდგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ამ მიმართულებით.
დიდება გმირებს!
კომენტარები