თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში არც ერთი არ არის დადასტურებული.
აქედან გამომდინარე, ეზუგბაიას თქმით, მისთვის უცნობია, როგორია ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
თუმცა, ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ყველა შემთხვევაში დადგენილი არ არის და ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
„ჩემთვის ეს პაციენტები ცნობილი არ არის, წყარო ყველგან დადგენილი არ არის, ხდება ამ წყაროების მოძიება და ეპიდკონტროლი. ყველა ახალი დადასტურებული შემთხვევის ღმა ჩაძიება და ეპიდკვლევა წამროებს, მათი კონტაქტების, ამ კონტაქტების მოძიების, მათი საკარანტინო სივრცეებში განთავსების, კლინიკის გამოვლენის შემთხვევაში ხდება უკვე ტესტირება და დადასტურების შემთხვევაში, გადაყვანა სტაციონარში. ამ 30 პაციენტის კონტაქტების კვლევა მიდის დაწვრილებით, განსკაუთრებით ღრმა ჩაძიებით. იმედი მაქვს, ამ ე.წ. კლასტერების არა გამრავლება, შეჩერება, ლოკალიზაცია მოხდა ამ პროცესის, თუ 30 შემთხვევა სცილდება ამ ძველ კლასტერებს და არის ახალი კლასტერები, იმედია, ამ ახალ კლასტერებსაც შემოვღობათ გარკვეულწილად, არ მივცემთ საშუალებას, რომ გავრცელდეს და მიიღოს დაუძლეველი ხასიათი, ჩვენთვის უკონტროლო არ გახდეს, გაგრძელდეს ახალი შემთხვევეის ზომიერი, კონტროლირებადი მატება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას თქმით, 30 ახალი შემთხვევა საგანგაშო ციფრი არ არის.
„30 არ არის საგანგაშო მაჩვენებლი. ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, მაგრამ ამ ორ 30-ს შორის გვქონდა გარკვეულწილად მცირე რაოდენობით. თუ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, ქვეყანაში რყევები არ გვექნება, ჩვენ, თქვენ, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემა“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები