სოსო გოგაშვილმა ახალი წერილი გამოაქვეყნა, მისი მეუღლე კი დაკითხვაზე შევიდა. თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:
„30 ივლისს რომ მოხდა ჩემი და ჩემი მეუღლის შეხვედრა, დეტალურად მოგიყვებით, რაც გადმომცა ჩემმა მეუღლემ. სოსოს დაურეკა ვახტანგ გომელაურმა და რა მუქარებიც იყო შემიძლია დეტალურად აღვწერო და მზად ვარ ვუთხრა გამომძიებელსაც. მან მომიყვა როგორ დაემუქრენენ თუ ჩვენ მედიასთან არ შევწყვეტდით კომუნიკაციას და მათთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემდა სოსო გოგაშვილი. ჩემი მეუღლე გავამხნევეთ და ვთქვით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდით. მე შენს უდანაშაულობას ნამდვილად დავამტკიცებ-თქო. დრო ითხოვა, სანამ მტკიცებულებებს მოვიპოვებო, მანამდე გაჩერდითო. ჩვენ პატივი ვეცით მის გადაწყვეტილებას“. – ამბობს გოგაშვილის მეუღლე.
კომენტარები