“ალიას” დაუკავშირდა, 67 წლის ქალბატონი, ტურფა მანჯგალაძე, რომელსაც თვალის მელანომა დაუდგინდა. იგი მკურნალობას ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკაში გადიოდა. გვთხოვა, საკუთარი გამოცდილების ადამიანებისთვის გაზიარების საშუალება მიგვეცა.
ტურფა მანჯგალაძე თავადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, იგი გვიყვება, რომ შვილის გარდაცვალების შემდგომ საკუთარი ჯანმრთელობას ყურადღებას ისე აღარ უთმობდა, როგორც ადრე. საბოლოოდ მხედველობის პრობლემა, რომ გაუარესდა ექიმმა იმერეთიდან თბილისში გადმოამისამართა.
ტურფა მანჯგალაძე:
–ეს დღე არ დამავიწყდება, 2024 წლის 14 აპრილს მივედი პირველად ნიუ ჰოსპიტალში, ოფთალმოლოგ თამარ ქარდავასთან, დილის 8 საათზე უკვე კლინიკასთან ვიყავი, დასავლეთიდან ვიყავი ჩამოსული და ვიფიქრე, მოდი, ადრე მივალ, პირველი ვიქნები რიგში–თქო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემსავით ბევრმა იფიქრა და დილის 8 საათზე უკვე დამხვდნენ კლინიკასთან ადამიანები. ეს იყო პირველი, – რამაც გამაოცა, მთელი დღის მანძილზე არ წყდებოდა ხალხის ნაკადი, როგორც ჩანს, მაღალი ნდობით სარგებლობს კლინიკა.
მიუხედავად რიგისა, იმდენად კარგად ხდებოდა პაციენტების ნაკადის კონტროლი, რომ მალევე მოვახერხე ექიმთან შესვლა, პირველ რიგში, ქალბატონმა თამარმა ადგილზევე შეისწავლა თვალი და მაშინვე გაუჩნდა ეჭვი მელანომაზე. თვალში მქონდა ხალი, სავარაუდოდ, სწორედ ეს ხალი გადაგვარდა და ეს გახდა მელანომის წარმოქმნის მიზეზი.
დიაგნოზის დასადასტურებლად რიგი კვლევები იყო საჭირო და ახლა იმაზე დავიწყე დარდი, რომ გამიშვებს ეს ექიმი კვლევებზე, უნდა ვიარო კაბინეტიდან კაბინეტში, უნდა ვეძებო ექიმები, რადიოლოგები, უნდა ველოდო ჯერ ექიმს, მერე პასუხს, მერე იმას, როდის მივა ეს პასუხი ექიმ თამარ ქარდავამდე.
ამჯერადაც არ გამართლდა ჩემი ეჭვები, ექიმი თავად გამყვა ყველა კაბინეტამდე, ყველა კვლევას დაესწრო და პასუხებიც დროულად მიიღო ექიმმაც და მეც. ვიფიქრე, რაკი მელანომა, ანუ სიმსივნე იეჭვა, რაკი ჩამოსული ვარ, იმიტომ დამყვება პატარა ბავშვს რომ დაჰყვებიან ისე, მაგრამ მერე დავაფიქსირე, რომ ყველა პაციენტთან ასეთია, ყველა პაციენტისთვის აქვს დრო, მართლა არ ვიცი, როგორ ასწრებს.
30 წელი ვიმუშავე ექთნად ქირურგიულ განყოფილებაში და სამედიცინო სფეროს შიგნიდან ვიცნობ, ვიცი, მისი სამზარეულო და დანამდვილებით შემიძლია თქმა, ასეთი ექიმები, ნამდვილად დიდი იშვიათობაა. კიდევ უფრო გაკვირვებული დავრჩი, როცა ვნახე, რომ სხვა ექიმებიც ასე მუშაობენ, როგორც ჩანს, კლინიკამ თავის დროზე, სწორად შეარჩია პროფესიონალი კადრები და სისტემა აქვს აწყობილი უკვე. მილიარდი მადლობა რომ გადავუხადო კლინიკას არ დავიღლები, რადგან არ იქნება საკმარისი.
ოპერაცია ჩამიტარეს შოთა თადუმაძემ და ილონა ჭაფანძემ და მინდა მათაც დიდი მადლობა ვუთხრა. რთული იყო, თუ არა? – დიაგნოზის მოსმენაც კი, რომ სიმსივნე გაქვს, შეიძლება მარტივი იყოს? შეიძლება სიმსივნის ოპერაცია მარტივი იყოს? თან თვალში, სადაც ასეთი სიზუსტე სჭირდება ქირურგს. კი, ნამდვილად რთული ოპერაცია იყო და დიდ პროფესიონალიზმს და სიზუსტეს მოითხოვდა. იდეალურად ჩატარდა ოპერაცია, მკურნალობის პროცესში, ცხადია, ჩართეს ონკოლოგიც, რეაბილიტაციაც ზუსტად ისე წარიმართა, როგორც მითხრეს ექიმებმა. მხედველობა თანდათან მიბრუნდება, კვლევები ისევ ჩავიტარე განმეორებით, ცხადია, გადავამოწმე და სიმსივნე სრულად მოშორებულია,
საბედნიეროდ. როგორც უკვე ვთქვი, 30 წელი ვმუშაობდი სამედიცინო სფეროში და იმ ცუდი მხედველობითაც კი, დეტალები ვერ გამომეპარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში მთელი დღის მანძილზე ხალხის ნაკადი არ წყდება, იდეალურად ახერხებენ სისუფთავის შენარჩუნებას, რეგისტრატურა თავაზიანად, ღიმილით, მშვიდად მართავს სიტუაციას, ტექნიკა თანამედროვე, რადიოლოგები ყურადღებიანები, პროფესიონალები, საოპერაციოში ისეთი სისუფთავეა,
როგორიც უნდა იყოს მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით. ბევრ კლინიკაში ვარ ნამყოფი და სამწუხაროდ, ბევრი კლინიკა ახლოსაც ვერ მიდის მაღალ სტანდარტთან, ექიმის პროფესიონალიზმი ერთია და კლინიკა რომ პაციენტის საჭიროებებს ერგება, – მეორე. ორივე ერთად, პაციენტისთვის წარმოუდგენლად დიდი კომფორტია.
იმდენი უარყოფითი ისტორიის მოყოლა შემიძლია კლინიკებზე და ექიმებზე, იმდენი ცუდი ისტორიის შემსწრე ვარ, იმდენი არაპროფესიონალი ექიმი გვხვდება ზოგ კლინიკაში, ძალიან მინდოდა ჩემი ეს გამოცდილება ადამიანებისთვის გამეზიარებინა. იქნებ, სხვა ექიმებმა და კლინიკებმა გაითვალისწინონ, თუ არადა, პაციენტები მაინც იქნებიან დაკვალიანებულნი.
ინფორმაცია მელანომას შესახებ:
მელანომა ზოგს მხოლოდ კანთან დაკავშირებული დაავადება ჰგონია, რეალურად კი ის შეიძლება გაჩნდეს ყველგან, სადაც მელანოციტები – მელანინის წარმომქმნელი უჯრედებია, მათ შორის, თვალში. მელანომა უმეტესად თვალის იმ ნაწილში ვითარდება, რომელიც გარედან არ ჩანს, ამიტომ მისი გამოვლენა ძალიან ძნელია. თან ადრეულ სტადიებზე აშკარა სიმპტომები არ ახასიათებს, პრაქტიკულად შეუმჩნევლად მიმდინარეობს და შემდეგ ერთბაშად იჩენს პრობლემა თავს. მელანომისას, მცირე ზომის წარმონაქმნების შემთხვევაში ხერხდება მხედველობის შენარჩუნება, მაგრამ დიდი ზომის მელანომების მკურნალობას ხშირად თვალი ეწირება, ამიტომ, მისი დროული დიაგნოსტირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. როგორც უკვე ვთქვით, საწყისი სტადია შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ამიტომ ერთადერთი პრევენცია, სკრინინგია. რაც შეეხება შემდეგ ეტაპებს, თუ ამ სიმპტომებს შეამჩნევთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს: –მზარდი მუქი ლაქით ირისის (თვალის ფერადი გარსის) არეში; –მოციმციმე სინათლის შეგრძნებით; –გუგის (შავი წრე თვალის ცენტრალურ ნაწილში) ფორმის ცვლილებით; –ცალ თვალში მხედველობის სისუსტით და ბუნდოვანებით; –პერიფერიული მხედველობის დაკარგვით; –მხედველობის არეში მოციმციმე ლაქებისა და წერტილების გაჩენით, თითქოს ჰაერში მტვრის ნაწილაკები ტივტივებენ.
(R)
კომენტარები