უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, საჰაერო ძალებმა მოკავშირე სახელმწიფოებისგან С-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიიღო.
“С-300 ეფექტურად უწევს წინააღმდეგობას რუსი ოკუპანტების ობიექტთა დიდ ნაწილის და შეუძლია, ჩამოაგდოს თვითმფრინავი, ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები 5-დან 150 კმ-მდე მანძილიდან”. – ვკითხულობთ უწყების Telegram არხზე.
მანამდე, 8 აპრილს სლოვაკეთმა უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად С-300-ის სისტემა გადასცა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება აქვს.
კომენტარები