ნიგერიის პოლიციამ გადაარჩინა ასობით ადამიანი, რომლებიც ბრინჯის გადამამუშავებელ ქარხანაში იყვნენ ჩაკეტილები და კორონავირუსული პანდემიის განმავლობაში იძულებულნი იყვნენ, ემუშავათ. ამის შესახებ წერს BBC.
მარტის ბოლოდან მამაკაცებს ეკრძალებოდათ საწარმოს დატოვება ჩრდილოეთის ქალაქ კანოში. მუშებს დაპირდნენ, რომ მათ 13$-ს დაუმატებდნენ არსებულ 72 $-იან ანაზღაურებაზე, ხოლო მათ ვინ უარს აცხადებდნენ პანდემიის დროს საწარმოში მუშაობაზე, სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ. ინდური კომპანიის 5 მენეჯერი ზემოხსენებული საქმის გამო არადამიანური მოპყრობისა და სამუშაო პერსონალზე მუქარის ბრალდებით დააპატიმრეს. სამართალდამცავებმა ბრინჯის ქარხანაში 126 ადამიანს მიაგნეს, მუშები კი აცხადებენ, რომ საერთო ჯამში სულ 300 ადამიანი იყო ადგილზე.
„მხოლოდ ცოტა ხნით გვაძლევდნენ დასვენების უფლება, აკრძალული იყო ლოცვები და ოჯახის წევრების სტუმრობა- განუცხადა BBC-ის ჟურნალისტს 28 წლის ჰამზა იბრაჰიმმა. მედიის წარმომადგენელთა განცხადებით, ბრინჯის ქარხანაში არც სათანადო და საკმარისი რაოდენობის საჭმელი იყო მომუშავე პერსონალის გამოსაკვებად და არც მედიკამენტები დაავადებულთა სამკურნალოდ.
ნიუპოსტი
კომენტარები