გიგი უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც საქართველოში ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ხალხს 2012 წლამდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით, დავით მათიკაშვილის თქმით, გიგი უგულავას ფრაზები გასაკვირი არ არის, ის თავად არის კრიმინალი და მძარცველი.
„გიგი უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც საქართველოში ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს 2012 წლამდე. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ადეიშვილთან, მერაბიშვილთან და სხვა პირებთან ერთად. გიგი უგულავას ნათქვამი ფრაზები გასაკვირი არ არის. ის თავად გახლავთ კრიმინალი და მძარცველი. თუ შეიწყალეს, ეს არ ნიშნავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
კომენტარები