„მე მინდა ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის მიმართ. ასევე ყველა მოქალაქეს, უკვე ახალ ბრძოლაში მოვუწოდო, გვახსოვდეს წარსული და ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 9 აპრილამდე მიგვიყვანა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ის მსხვერპლი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რაც მათ გაიღეს წარმატებული სახელმწიფოს შესაქმნელად.
„31 წლის წინ, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშული იყო უდიდესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და უდიდესი იმედიც.
ეს იმედი განხორციელდა უკვე ახალ 9 აპრილს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა.
ჩვენი გმირების ხსოვნას ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ და გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებულ იყო იმისთვის, რომ შევქმნათ წარმატებული სახელწიფო.
სახელმწიფოს შექნის პროცესი უნდა იყოს კიდევ და კიდევ ეფექტური.
კომენტარები