ახალი ქართული სუპერმარკეტების ქსელი „გვირილა“ ბაზარზე პირველად 2022 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. დღეს უკვე 350 მაღაზიითაა წარმოდგენილი. გახსნიდან მალევე, რამდენიმე თვეში, კომპანია უკვე 200 მაღაზიას მართავდა. ასეთი სწრაფი ტემპით განვითარება იშვიათია და დიდ შრომას და გამოცდილებას მოითხოვს. დღეს სუპერმაკეტი უკვე მოწინავე პოზიციაზეა, როგორც ქსელის მასშტაბით, ასევე მომხმარებელთა მზარდი დინამიკით.
როგორ მოახერხა “გვირილამ“ ასეთ მოკლე დროში ბაზარზე წამყვანი პოზიციის დამკვირდება, რა არის 350 მაღაზიის გახსნის, მართვის წარმატების საიდუმლო, რაშია ბრენდის უპირატესობა, “ალიას” ამ და სხვა კითხვებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ტაბახმელაშვილი, პასუხობს.
გიორგი ტაბახმელაშვილი:
– ასეთ გაჯერებულ ბაზარზე თავის დამკვიდრება მარტივი ნამდვილად არ არის. მაგრამ, გამოცდილების გათვალისწინებით, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიით დავიწყეთ ოპერირება.
ჩვენი მთავარი უპირატესობა სანდო ბრენდი, ხარისხიანი პროდუქციის განსაკუთრებულად დაბალი სარეალიზაციო ფასებია და ამ ნიშას ყოველთვის შევინარჩუნებთ.
– როგორც ვიცი, გარდა დაბალი სარეალიზაციო ფასებისა, სხვადასხვა აქციებისა, მუდმივმოქმედი სიახლე გაქვთ ის, რომ ხუთი, სხვადასხვა პროდუქციის, შეძენის შემთხვევაში, შემიძლია ვისარგებლო საბითუმო ფასებით.
– ჩვენი მთავარი საზრუნავია მომხმარებელის ასორტიმენტული, ხარისხობრივი და საფასო მოთხოვნები სრულად დავაკმაყოფილოთ. ჩვენი სლოგანია: – „უფრო იაფი, უფრო ახლოს“. 350 მაღაზიაა ამ ეტაპისთვის გახსნილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ქალაქში, ყველა უბანში ვიყოთ ხელმისაწვდომი.
გარდა იმისა, რომ დაბალი სარეალიზაციო ფასები ხვდება მომხმარებელს „გვირილაში“, ხუთი ან მეტი სხვადასხვა პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებს უკვე საბითუმო ფასებით.
ეს ყველაფერი არ არის, კომპანიამ, კიდევ ერთი, გრანდიოზული ფასდაკლება დაგეგმა, ამჯერად, უკვე მიზნობრივი ჯგუფებისათვის, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს, ნებისმიერ დროს და შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლიათ ფასდაკლების მიღება. სპეციალური შეთავაზების მიხედვით, „გვირილაში“ სოციალური ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე მოქმედებს საბითუმო ფასი.
– ძალიან კარგი შეთავაზებაა და სწორად მორგებული იმ ჯგუფს, რომელსაც ხშირად დიდი მანძილის გავლა უწევდა, რამდენიმე პროდუქტის საბითუმო ფასად შესაძენად. მე პირადად, „მეგობარი ბარათით“ ვსარგებლობ, და ძალიან მომწონს.
– ჩვენს დაგროვების “მეგობარი ბარათს“, ყველასგან განსხვავებული პირობები აქვს. “მეგობარი ბარათის“ მფლობელებს გადახდილი თანხის 5% ბარათზე უბრუნდებათ გვირილების სახით. ყოველი თვის განმავლობაში განსაზღვრული გვირილების დაგროვების შემთხვევაში მომხმარებლებს დამატებით გადაეცემათ საჩუქრები. ჯამში მომხმარებელს “გვირილაში“ შეუძლია დახარჯული თანხის 7.5%-მდე სარგებელი მიიღოს.
გარდა ამისა, ყოველთვის ვთავაზობთ მომხმარებლებს ელვა აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე და შესაძლებელია, სურვილის შემთხვევაში, აქციებზე ინფორმაცია SMS შეტყობინებს სახით მოგაწოდოთ, ამისათვის მხოლოდ განაცხადის შევსებაა საჭირო.
ერთგული მომხმარებლების შეძენისა და შენარჩუნებისათვის, საჭიროა, კომპანიაც ერთგულად ემსახუროს მათ. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევქმნათ მეგობრული, კომფორტული გარემო. მოვაწყვეთ სპეციალური ყავის კუთხე. “ყავა გვირილაში უფრო გემრიელია!“ ჩვენთან მომხმარებელს თვითონვე შეუძლია შეარჩიოს და მოამზადოს “მეამას“ ყავის სასურველი ბლენდი.
– „უფრო იაფი, უფრო ახლოს“ – რა აქცენტების მიხედვით შეიქმნა სლოგანი?
– საქართველოში ბოლო ათწლეულების მანძილზე ორგანიზებული რითეილ ბაზრის ზრდა-განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ყველა რითეილერი ცდილობს ინდივიდუალური ნიშა დაიკავოს და მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებლების მოთხოვნებს. არჩევანი ფართოვდება და შესაბამისად, მომხმარებელს უჩნდება შესაძლებლობა უკვე თავისი პირადი სურვილების და მოთხოვნილებების მიხედვით შეარჩიოს ობიექტი.
სახლთან ახლოს მარკეტის არსებობა, სადაც შეგიძლია დაბალ სარეალიზაციო ფასად, ან სულაც საბითუმო ფასად იყიდო შენთვის საჭირო პროდუქტები, – ნებისმიერისთვის მოსახერხებელი და სასურველია. გვირილამ სწორედ ეს ნიშა დაინახა ცარიელი. ასე შეიქმნა სლოგანიც და ბრენდიც სწორედ ამ საჭიროებებს მოერგო.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი კომპანიის ახალგაზრდა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის თავდაუზაგავი შრომა და სურვილი, ვიყოთ ბაზარზე საუკეთესონი. სწორედ ამ გუნდის მიერ დაგეგმილი, ხარისხიანი და კონსტრუქციული მუშაობის შედეგია ასე მოკლე დროში ქსელის ამ ტემპით განვითარება, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს.
და ბოლოს, ცხადია, დიდი მადლობა ჩვენ ერთგულ მომხმარებელს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, გახსნიდან უკვე რამდენიმე თვეში, ასი ათასზე მეტი მეგობარი ბარათი გვქონდა გაცემული. დღეს ეს რაოდენობა რამდენჯერმეა გაზრდილი. პასუხისმგებლობაც მეტია დღეს. კვლავაც იგივეს ვპირდებით მომხმარებელს, რომ დავხვდებით ახლოს, დაბალი სარეალიზაცია ფასებით, მეგობრულ გარემოში.
(R)
კომენტარები