დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასული ერთი თვის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.
ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 189 პაციენტი, გარდაიცვალა 20 პაციენტი.
NCDC-ს ცნობით, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 9.30%-ია, ბოლო 14 დღის – 10.64%.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
კომენტარები