ფოტო – რუსთავი2
ლაგოდეხში 37 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც გარდაცვლილი ნახეს, გახსნილი იყო გაზქურის ონკანი.
ქალის მეზობლების ვერსიით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გაგუდა, ბავშვები სახლიდან წაიყვანა, კვალის დაფარვის მიზნით კი ბუნებრივი აირი გაუშვა. როგორც მეზობლები ამბობენ, გარდაცვლილი მეუღლეს რამდენიმე თვის წინ გაშორდა და შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, გუშინ სამი შვილის დედა, ლაგოდეხის მუნიცილიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ნონა ჭაბაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
კომენტარები