15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ნახევარზე მეტი სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მათ მიერ მონახულებული 180 პირიდან ნახევარზე მეტი სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.
„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. [მათგან] 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე“, – წერია სახალხო დამცველის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 71-მა ადამიანმა ითხოვა რეაგირება, რის გამოც მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
კომენტარები