ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“როდესაც ორშაბათიდან მაღაზიები იხსნება და ვირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე უსაფრთხო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დახურული რჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სურს კომერციულ ბანკებს აშოვნინოს ფული ჩვენი მოქალაქეებისა და ათასამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ოჯახების ხარჯზე.
4 ათას ადამიანს ტოვებენ შემოსავლების გარეშე. ბაკნკები კი გაყვლეფენ ამუშავებულ ობიექტებს და მოქალაქეებს ცუდი გაცვლითი კურსით.”
კომენტარები