მწერალი, დათო ტურაშვილი, ტვ პირველზე, გადაცემა “რეაქციაში” ამბობს:
“აფრიკის დასახლებაში რომ დაიწყეს სახლების დანგრევა, ჟურნალისტების დიდი ნაწილიც, სხვათა შორის, ოპოზიციის წევრების ნაწილიც, (ყველა არა), ერთიდაიგივეს ამბობდა, კი უკანონობაა, ამ სახლების აშენება, მაგრამ… და აგრძელება წინადადებას….
როგორ არის უკანონობა ადამიანის მიერ სანაგვეზე, ნაგავსაყრელზე, ტალახში, ამ ზამთარში აშენებული 20 კვ.მ.? როგორ შეიძლება ეს იყოს უკანონობა და კანონიერი იყოს ქალაქში ბეტონის ჯურღმულები რომ ამოგვიშენეს, იმათ რატომ არ ექცევიან ასე? იმათ სახლებს რატომ არ ანგრევენ? სულ არ მინდა ვინმეს სახლი რომ დაანგრიონ, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, როგორც ჩვენი ხელისუფლება ამბობს. ულამაზესი თბილისი რომ ბეტონის ჯოჯოხეთად გვიქციეს, ეს კანონიერია და ადამიანი ნაგავსაყრელზე რომ ქოხს აიშენებს, ის უკანონოა? აგარაკიაო… ერთს წამოსცდა, ზოგს 4 ბინა აქვს და ეს აგარაკებიაო, ისე მრცხვენია…. სტუდენტობიდან ვიცნობ ამ ადამიანს და მრცხვენია… 4 ბინა რომ ჰქონდეს, ნაგავში და მ@@ნერში რატომ აიშენებს სახლს? ამაზე ვგიჟდები. ეს აგარაკებიაო, თვითონ წყნეთში რატომ ყიდულობენ აგარაკებს, თუ ნაგავსაყრელია სააგარაკე ადგილი? წყნეთში რა უნდათ? ასეთ შეურაცხყოფას როგორ გვაყენებენ? ეს მარტო ტყუილი კი არ არის, შეურაცხყოფაა…
ასეთი პარლამენტი მსოფლიოში არ არსებობს სხვა, რომ ამდენი მილიონერი იყოს პარლამენტში და მართლა მაინტერესებს, როგორ სძინავთ მილიონერ დეპუტატებს, რა აძინებთ, როცა 73 000 ბავშვს აქვს ამ ქვეყანაში საჭმლის პრობლემა?”
კომენტარები