სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი გაბედავა:
“12 საათია დაწყებული და არტოს ბაღში რომელიც საცხოვრებელი კორპუსებით არის გარშემორტყმული, ჯაზფესტივალი მიმდინარეობს, ჯერ მთელი დღე ხო კონცერტი იყო, ნუ კარგი დღისით არაუშავს, მაგრამ 12 საათია დაწყებული და ისევ იგივე გრძელდება. უამრავი თოთო ბავშვია უბანში, ჩემი ანდრიაც მათ შორის, რომლებიც ვერ იძინებენ და ტირიან ისტერიულად. ვის ეხება ამ ყველაფრის დარეგულირება ქალაქში? მე რომ ხმამაღლა დავიყვირო ხომ დამაჯარიმებთ ? ჯაზი არ ისჯება თუ როგორაა საქმე ? შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
პ.ს. გვახარეს რომ 4 დღე გაგრძელდება ეს ღრიანცელი… 4 დღე ბავშვების უძილობა არაფრით არ შეიძლება, ეს ნებისმიერმა იცის, მითუმეტეს თოთო ბავშვებზეა საუბარი… შეგნებაბყველას სჭირდება, მუსიკოსსაც, მხატვარსაც, პოლიციელსაც, მელომანსაც და პოლიტიკოსსაც. თუ შეგნება არ გაქვს 0 ია შენი პროფესიის და პროფესიონალიზმის ფასი.”
კომენტარები