ბოლო 24 საათის განმავლობაში, 2 კოვიდინფიცირებული თბილისში გარდაიცვალა, ორი კი – ბათუმში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოში 70-ზე მეტი კრიტიკული, კოვიდინფიცირებული, პაციენტია,
„ჩვენს ცენტრში ამჟამად 64 კოვიდინფიცირებული პაციენტია. მათ შორის, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში 6 პაციენტი იმყოფება. პაციენტთა უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა “ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, ვირუსი კიდევ 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7827 ადამიანი, გარდაიცვალა 128 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5900 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები