საფრანგეთის ეროვნული ჯანდაცვის სააგენტოს ექსპერტების საგანგაშო განცხადება – ექსპერტებმა საფენებში საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს. ისინი უკვე 50 წელია ეტაპობროვად აკვირდებიან საფენების შემცველობას, წელს კი შემადგენლობა იმდენად საშიში აღმოჩნდა, რომ სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია ბავშვისთვის.ქვეყნის ხელისუფლებამ ტექნოლოგიის გადახედვა და ამ ნივთიერებების წარმოებიდან ამოღება უკვე მოითხოვა.
კვლევების მიხედვით 3 წლამდე ასაკის ბავშვი იყენებს დაახლოებით, 4 ათასამდე საფენს, შესაბამისად, საფენები აბსოლუტურად უვნებელი უნდა იყოს. ჯერჯერობით უცნობია რომელ ბრენდებზე ჩაატარეს გამოკვლევა. საფენების ბრენდები კი, რომელიც საფრანგეთში იყიდება, შესაძლოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყოს რეალიზაციაში ჩაშვებული.პამპერსებშ აღმოჩენილმა ნივთიერებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია, ან უფრო სერიოზული შინაგანი პრობლემები. აღმოჩენილ ნივთიერებებს შორის იყო ნახშირწყალბადები, დიოქსინები და ფურანები, ასევე გლიფოსატი.
გლიფოსატი სერიოზული კანცეროგენია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ გლიფოსატის მიღების დროს მისი 15%-30% შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მისი აღმოჩენა შესაძლებელია სისხლსა და ქსოვილებში და დადასტურებულია, რომ მას შეუძლია პლაცენტის გავლით გადაეცეს ნაყოფს ორსულობის დროს.
აღნიშნული ნივთიერება იწვევს ადამიანის ენდოკრინული სისტემის დარღვევას, რამაც შესაძლოა შეუქცევადი ეფექტები გამოიწვიოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად ორსულობის დროს. ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მამრ ნაშიერებს ტესტოსტერონის შემცველობა დარღვეული ჰქონდათ. უჯრედული კულტურების შესწავლამ კი აჩვენა, რომ გლიფოსატი ახდენს მამრობითი სქესის ჰორმონების რეცეპტორების ბლოკირებას, და იგი თრგუნავს ესტროგენის გამომუშავებას. რამდენადაც გლიფოსატი გავლენას ახდენს ადამიანის ჰორმონულ სისტემაზე, მისი ნებისმიერი დოზა შესაძლოა რისკის შემცველი იყოს. მისი ორგანიზმში გამოყენება 4 ჯერ ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს.
კომენტარები