როგორც ქუვეითის ცენტრალური ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანა ფულის კუპიურებს ოთხი კვირის განმავლობაში კარანტინში მოათავსებს. ამის მიზეზი კორონავირუსის გადადების თავიდან აცილებაა.
“4 კვირის განმავლობაში ფული ბრუნვაში არ გაიშვება და შეინახება მყარად დახურულ ყუთებში. ეს იმიტომ, რომ ბრუნვაში განმეორებით გაშვების დროს კორონავირუსის გავრცელების საფრთხე თავიდან იყოს აცილებული“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
მანამდე, ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდა რესტორნების, კაფეებისა და მაღაზიების მუშაობა. ქუვეითში ამ დროისათვის კორონავირუსის 80-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
კომენტარები