აღდგომა ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია პასკა,
როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად პასკა, რათა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა კი არ ჰქონდეს სუფრასთან, არამედ, სასიამოვნო მოგონებები აღგვიძრას?
-
შეფუთვა
პირველი და უმნიშვნელოვანესი წესი – დააკვირდით შეფუთვას – არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ პასკა, რომელსაც არ აწერია ვინ არის პროდუქციის გამომშვები, რომელ საწარმოში და რა პირობებშია დამზადებული პროდუქტი. მაღალი ხარისხის პროდუქციის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს პროდუქტის და მწარმოებლის სახელი, მწარმოებლის იურიდიული მისამართი და წარმოების მისამართი, კვებითი ღირებულება, შემადგენლობა, ინფორმაცია ალერგენებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ, წონა, თარიღი, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები. თუ ეს ყველაფერი არ არის დატანილი შეფუთვაზე, ამ შემთხვევაში, მწარმოებელი არ იძლევა გარანტიას პროდუქტის უსაფრთხოებაზე.
-
შემადგენლობა
პირველი და მთავარი – ოქროს წესი – არ გირჩევთ პასკას, რომელიც კვერცხის ფხვნილზეა მომზადებული.
ხარისხიან პასკაში არც ისე ბევრი ინგრედიენტია: ძირითადია – ფქვილი, კვერცხი, შაქარი, ცხიმი, საფუარი, ქიშმიში ან დაშაქრული ხილი, მარილი, არომატიზატორები (მაგალითად, ვანილინი), რძის პროდუქტები, თითქმის სულ ესაა, რაც საჭიროა ხარისხიანი პასკის დასამზადებლად. ერიდეთ პროდუქციას, რომლის შემადგენლობაშიც იმდენი ინგრედიენტია, დამახსოვრებაც რომ ჭირს.
-
როგორ უნდა გამოიყურებოდეს?
მას შემდეგ, რაც შეამოწმებთ შეფუთვასა და ეტიკეტს, უკვე შესაძლებელია დავაკვირდეთ, როგორ გამოიყურება პასკა. პასკის ძირი უნდა მყარი, თუმცა, სხვა ნაწილებში, თითის დაჭერისას, უნდა დეფორმირდეს. მთავარი წესი – თუ პასკა დამწვარია, არ მიირთვათ, რადგან ასეთ პროდუქტებში კანცეროგენებისა და ტოქსიკური აკრილამიდის დონე იზრდება. ხარისხიანი პასკის ფორმა, როგორც წესი, წააგავს გუმბათის ფორმის ცილინდრს. ქერქში არ უნდა იყოს ბზარები: ისინი მიუთითებენ ტექნოლოგიური პროცესის დარღვევაზე ცომის მოზელის ან გამოცხობის ეტაპზე. პასკა უნდა იყოს ერთგვაროვანი.
-
ზომა და წონა
სანამ პასკას იყიდით, შეაფასეთ მისი წონისა და ზომის თანაფარდობა. თუ მცირე წონისაა, თუმცა, საკმაოდ მოზრდილია, მაშინ, სავარაუდოდ, იგი მზადდება დაჩქარებული ტექნოლოგიის გამოყენებით გამაფხვიერებლის, სტაბილიზატორებისა და სხვა გამაძლიერებლების დიდი ოდენობით. თუ სააღდგომო პასკა ზომაში პატარაა, მაგრამ წონის მიხედვით, ბევრად მეტს იწონის, ესეც გამაფრთხილებელი ნიშანია – ასეთი პროდუქტი შეიძლება ცუდად გამომცხვარი იყოს. ზომასა და წონას შორის, თანაფარდობა უნდა იყოს დაცული.
და ბოლოს, ყველაზე მოთხოვნადი კითხვა – მაინც რამდენი დღე ინახება პასკა?
ცნობილია, რომ პასკა არაა მალფუჭებადი პროდუქტი, ის იმაზე მეტ ხანს ინარჩუნებს
თავის თვისებებს, ვიდრე ჩვეულებრივი პური. როგორც წესი, პასკის დიდხანს ვარგისიანობას განაპირობებს შეფუთვისას სპეციალური მასალების და ე.წ აქტიური წყლის ძალიან დაბალი შემცველობით გამოყენება, ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ შენახვის ხანგრძლივობის, პირიქით, ხარისხიანად დამზადებული პასკა, მინიმუმ 2 თვე ინახება, ცხადია, თუ შენახვის პირობებს დავიცავთ.
და თუ მაინც, არ გაქვთ დრო, სურვილი და საშუალება შეამოწმოთ შეფუთვა, ეტიკეტი, შემადგენლობა, შეაფასოთ ზომისა და წონის თავსებადობა და ასე შეარჩიოთ სააღდგომოსუფრის მთავარი პროდუქტი, შეგიძლიათ, უბრალოდ ენდოთ იმ კომპანიას, რომელიცწლებია ზრუნავს მომხმარებლის „დასატკბობად“, კომპანიას, რომელიც 300–ზე მეტპროდუქციას აწარმოებს წლებია და უწყვეტად ამარაგებს ბაზარს. ალბათ, ყველას გაქვთ გასინჯული „ტკბილი ქვეყნის“პასკები და თუ არა, წელსაუცილებლად დააგემოვნეთ.
კომპანია გთავაზობთ12 შეფუთვითპასკას, ისინი განსხვავდებიან შემადგენლობითა დაზომა–წონით. ყოველ მათგანს შენახვის ვადა აქვს 60 დღე. არც ერთი მათგანი არ შეიცავსკონსერვატებს. ტრადიციისამებრ მზადდება სუფთად და ხარისხიანად, რადგან, „ტკბილიქვეყნის“ მთავარი მიზანია, დაამზადოს ისე, როგორც დაამზადებდა თავისი ოჯახისთვის, თავისი სააღდგომო სუფრისთვის.
კომენტარები