4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება

25 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.