საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
“მოსკოვში გამართული 9 მაისის აღლუმი საბჭოთა კავშირის საბოლოო გასვენებას უფრო ჰგავდა ვიდრე გამარჯვების აღნიშვნას ნაციზმზე…
პუტინის სიტყვით გამოსვლა ძალზედ მოკლე, ბუნდოვანი და არაფრით არ განსხვავედებოდა მანამდე გაკეთებული განცხადებებისაგან, თუმცა გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება პუტინი იწყებს კამპანიას “საკუთარი” (უკრაინის) მიწის დასაცავად…
პუტინმა ვერ გაბედა:
1)მასობრივი მობილიზაციის გამოცხადდება სწორედ ამიტომ მანამდე დაიწყეს სირიიაში მყოფი საოკუპაციო ძალების (6-9 ათასი სამხედრო) მობილიზება უკრაინაში მიმდინარე ომში ჩასართავად ასევე მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული ფარული მობილიზაცია…
2) ომის გამოცხადება უკრაინისათვის, ეს ახსნა იმით რომ ის “საკუთარ” მიწაზე იბრძვის რაც სრული აბსურდია, პუტინი ცდილობს მსხვერპლის როლში წარმოაჩინოს თავი და მოსახლეობის ერთსულოვნობა ამით აამაღლოს ფრონტის ხაზზე განცდილი კრახის გამო და ომის მიმდინარეობისას რაც მოელის საოკუპაციო ძალებს…
3) სიმბოლო Z-ს გამოყენება, აღლუმზე ამის აღმნიშვნელი ჯავშანტექნიკა არ გვინახავს, მხოლოდ გიორგევსკის ლენტებით შემოიფარგლენ, რაც ერთმნიშვნელოვნად ცვლის პუტინის მიდგომას ომისადმი, ასევე ამ მცირე ფორმატში ავიაციის არ გამოყენება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს…
4) პუტინმა ვერ გაბედა დასავლეთთან პირდაპირ კონფორნტაციაში შესვლა, სწორედ ზემოთ აღნიშნული სამივე პუნქტი აქედან გამომდინარეობს, გამომდინარე აქედან ბირთვული ქობინების მუქარა ან გამოყენება არარეალუსტურია ამ ეტაპისათვის და თუ ამის პროპაგანდა გაგრძელდება აიხსნიან იმით რომ “საკუთარ” მიწას იცავენ რადგან აგრესორისა და ომის დამნაშავის ტვირთი შეამსუბუქონ…
4)საბრძოლო განწყობა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვიხილეთ არის ის რომ აღლუმში მონაწილე ვეტერანებს პოლიტიკოსებს და თვით პუტინს ნამადვილად არ ეტყობოდათ გამარჯვების იმედი, დათრგუნულნი უფრო იყვენენ ვიდრე საომრად განწყობილნი…
ეს იყო აღლუმი არა 9 მაისი ზეიმისათვის არამედ ეს იყო მწუხარებით აღსავსე საკუთარი თავის დატირებისა და გამოსამშვიდობებელი ღონისძიება…
ბაიდენი ხელს მოაწერს ლენდლიზს კანონპროექტს კიევის დროით 21:45 მაინც არ უშველა პუტინს ომის რიტორიკის შერბილებამ…”
კომენტარები