ადვოკატი გიორგი ფანცულაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ოთხი #წელი…
დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა დეკანოზ გიორგი მამალაძის უკანონო პატიმრობიდან… ხოლო, ორი წელი გადის მას შემდეგ, რაც ის ხელ-ფეხ პარალიზებული საპყრობილეში საწოლსაა მიჯაჭვული…
გიორგი მამალაძე ძლიერი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, გაუძლებს ამ ყველაფერს… ის გადარჩება… აუცილებლად დაუბრუნდება ოჯახს და დედაეკლესიას…
- ოჯახს, რომელმაც არნახული ტანჯვა გამოირა და დღემდე მონატრებასა და დარდში უწევთ ცხოვრება; – -დედაეკლესიას, რომელმაც გულწრფელი და სიმართლისთვის თავდადებული მღვდელი დაკარგა ეკლესის უზურპატორთა მზაკვრობის გამო.
რა დროც არ უნდა გავიდეს, სულ უფრო და უფრო ვიამაყებ, რომ რამდენიმე კარგ ადამიანთან ერთად ამ ბრძოლაში ისტორიის სწორ მხარეს ვიყავი და ვარ…
თუ ვინმეს იოტისოდენა კითხვა გაუჩნდება თუ რას მივაღწიეთ ამ უთანასწორო ბრძოლაში გეტყვით:
- დეკანოზს ბრალად ქონდა ისეთი მუხლით, რომელიც ითვალისწინებდა 20 წლიან პატიმრობას, რაც ჩვენი დიდი ბრძოლის შემდეგ სასამართლოში შეეცვალა 9 წლიანი პატიმრობით. დღეს მას 9 წლიანი უკანონო პატიმრობა აქვს (აქედან ოთხი მოხდილი) და არა 18-20 წლიანი.
- თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დეკანოზის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის ყველა საფუძველი, მტკიცებულება და სამართლებრივი მოქმედება სწორედ აქ ჩვენ გავაკეთეთ და შევქმენით, რაც შემდგომ გაიგზავნა ევროპაში.
- ჩვენ, რამდენიმე ადამიანმა შიშველი ხელებით დავამარცხეთ ხელისუფლების და ასევე საპატრიარქოს კონკრეტული დაჯგუფების პროპაგანდა და მათი უზარმაზარი რესურსი. სწორედ ამიტომაა დღეს საზოგადოების განწყობა დეკანოზის სასარგებლოდ.
- ასე საჯაროდ და დიდ სივრცეში ერთ-ერთმა პირველებმა გავახმოვანეთ საპატრიარქოში არსებულ უკანონობებზე ტაბუდადებული თემები…
- ნაწილობრივ შევაჩერეთ და ასევე ვამხილეთ რუსეთის სახელმწიფოს და მისი საპატრიარქოს ზრახვების განხრციელება საქართველოს საპატრიარქოში (დეტალურად ოდესმე მეტად გასაჯაროვდება ეს საკითხი)…
- ერთ-ერთმა პირველებმა ვამხილეთ საჯარო სივრცეში მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი პირები და მათი უკანონო ქმედებები. ახლა რომ “გაწყალებულია” მაშინ ჯერ კიდევ ასე არ იყო…
P.S. ზემოთ ჩამოთვლილი ამ ყველაფრის სანაცლოდ ჩვენ და ჩვენმა ოჯახებმა რა გადავიტანეთ, ამის მოყოლით არ შეგაწყენთ თავს…
და კიდევ ერთი: ძალიან გული მწყდება, რომ დღეს ასე უკანონოდაა დასჯილი #მეუფე #პეტრე და მისი ეპარქიის რამდენიმე მღვდელმსახური… ოდესმე ისინი აუცილებლად იპოვიან თავიანთ სამართალს…
განუზომლად დიდი მადლობა #ჟურნალისტებს და #საზოგადოებას .”
კომენტარები