მესამე, ეს არის იქ სადაც ვართ, თუ შენობაში ვართ, მყისიერად უსაფრთხო ადგილის პოვნა, რომელიც შეძლება იყოს მაგიდის ქვედა ზონა, იატაკზე დავსხდეთ დივანთან, ისეთი კუთხეების პოვნა, რომ თეორიულად, თუ რამე გვეცემა, სანამ ჩვენამდე მოვა ის მძიმე საგანი, რომ სხვა ნივთმა შეაჩეროს.
მეოთხე, მიწისძვრის შემთხვევაში ხშირია ხოლმე ხანძარი. თუ ვახერხებთ ამას, მნიშვნელოვანია დენის გათიშვა, ბუნებრივი არის ჩაკეტვა. ამასობაში უკვე რამდენიმე წუთია გასული და ოფიციალური მინიშნებების დალოდება, რას გვირჩევს მთავრობა, რას გვირჩევენ პროფესიონალები.
თურქეთის ეს მიწისძვრა მოხდა 2 დიდი ფილის და მესამე მიკრო ფილის საზღვარზე, ეს არის არაბეთი-აფრიკის ფილები და ანატოლიის მიკრო ფილა.
ეს სამი ფილა სადაც უერთდება ერთმანეთს, იქ მოხდა ეს მიწისძვრა და მოულოდნელი არ იყო. საკმაოდ აქტიური და კარგად შესწავლილი ზონაა. სეისმური რისკებიც როგორც ჩანს სწორად იყო შერჩეული.
აღნიშნულ საზღვრიდან ჩვენ შორს ვართ, მაგრამ ასე თუ ისე მეწყრული ზონა ვართ. რაც ნიშნავს იმას, რომ მაგხელა საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ ჩვენი შენობები არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია. ამიტომ ჩვენთან შეიძლება სუსტი მიწისძვრა მოხდეს, მაგრამ მაგ სუსტმა მიწისძვრამ დააზიანოს შენობები.
2022 წელს 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა და 10 ათასზე მეტი შენობა დაზიანდა. დაახლოებით აქედან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რა მოგვივა საშუალო მიწისძვრის შემთხვევაში.”
კომენტარები