“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე რუსეთის მორიგ მუქარაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს და ამტკიცებს, რომ არანაირი უკონტროლო შემოდინება რუსეთიდან არ არის.
ჩვენი ხელისუფლებაა პირველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც რუსეთთან ომი არ ჰქონია და რუსეთს საქართველოში ტერიტორიული პროგრესი არ ჰქონია.
ზოგადად ჩვენ ძალიან რთულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და არსებობა, და არის უამრავი საფრთხე, უამრავი რისკი ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ თავიდან ბოლომდე ამით ვართ დაკავებული რომ მაქსიმალურად გავანეიტრალოთ ნებისმიერი საფრთხე. რა თქმა უნდა, ყველა პროცესს ვაკვირდებით ყურადღებით და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ რისკები არ შეეხოს ქვეყანას და ამ 1 წლის გამავლობაში წარმატებით მოვახერხეთ ამის უზრუნველყოფა, მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება ჩვენ ქვეყანაში. ეს გაგრძელდება, ნებისმიერი რისკი იქნება გაანალიზებული და გვექნება სათანადო პასუხი….თქვენ თემა მიგყავთ იქამდე, რომ საქართველოში მყოფი 40 ათასი ტურისტი არის კატასტროფა. არაფერი კავშირი არ აქვს ინიციატივას ამასთან…ძალიან ძალიან ირიბად გვეხება ეს საკითხი.”
რუსეთი საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვაზე ალაპარაკდა – დეტალები
კომენტარები