ამერიკაში, ჩრდილო კაროლინის სანაპიროებთან 16 წლის ბიჭი ზვიგენის თავდასხმისგან სიკვდილს მამამ გადაარჩინა. ნიკ არტური ზღვის ნაპირიდან 8 მეტრის მოშორებით დაცურავდა, რა დროსაც მას ბარძაყის მიდამოებში ჩაავლო ზვიგენმა.
მამამ, ტიმ არტურმა როდესაც გაიგონა ბიჭის ყვირილის ხმა, გაემართა შვილის გადასარჩენად. იგი დაუნდობლად და გამეტებით ურტყამდა მუშტებს ზვიგენს და იქამდე არ შეეშვა, სანამ შვილს არ შეეშვა „მტაცებელი თევზი“ და ზღვაში სიღრმისკენ არ გაცურა.
ოჯახმა აღნიშნული ინციდენტის შესახებ ადგილობრივ ამერიკულ საინფორმაციო გამოცემასთან ისაუბრა. ნიკმა განაცხადა, რომ თავიდან ვერ მიხვდა თუ რამ ჩაითრია მისი ფეხი, რომლის შემდეგაც წყალი ქვიშამ და სისხლმა “შეღება”-
„ზეწოლა ძალზე ინტენსიური იყო, რაღაც სახეობის ცხოველი ვხედავდი. მე ვცადე ფეხი ამომეწია წყლიდან, როდესაც დავაფიქსირე 5 ფუტიანი ზვიგენი, რომელიც ჩაბღაუჭებოდა ჩემს ბარძაყს“ .
სანამ ბიჭის მამა საშველად მოვიდა, მას უკვე რამდენიმე ღრმა ჭრილობა აღენიშნებოდა ფეხზე. „ მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთეთ, თუმცა ხელჩართული “ბრძოლა” ალბათ მტაცებლისთვის საკმარისი გამოდგა, რომ იქაურობას გასცლოდა“.
მას შემდეგ, რაც ნიკი ნაპირზე გამოიყვანა მამამ, იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და 17 ნაკერი დაადეს დაშავებულ ადგილებში ხელსა და ფეხზე.
მამის თქმით, საერთო ჯამში 40 ნაკბილარი აღმოჩნდა სხეულზე.
ნიუპოსტი
კომენტარები