40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
ხელმომწერი ქვეყნები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა.
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს უკრაინის განცხადებას, რომელიც ახორციელებსსამართალწარმოებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად, რომელიც ცდილობს დაადგინოს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად. გენოციდის დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე”, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის ბრძანების შეუსრულებლობა წარმოადგენს რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას.
“ჩვენ ვიმეორებთ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია მის ქმედებებზე. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა წარმოადგენს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობას, და რომ დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კონპენსაციას, სახელმწიფო პასუხისმგებლობის კანონის შესაბამისად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორი ქვეყნები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიკვლიოს ყველა ვარიანტი, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას სასამართლოს წინაშე მის წარმოებაში. განცხადებას ხელს აწერენ:
- ალბანეთი
- ანდორა
- ავსტრალია
- ავსტრია
- ბელგია
- ბულგარეთი
- კანადა
- ხორვატია
- კვიპროსი
- ჩეხეთი
- დანია
- ესტონეთი
- ფინეთი,
- საფრანგეთი,
- გერმანია,
- საბერძნეთი,
- ისლანდია,
- ირლანდია
- იტალია
- იაპონია
- ლატვია
- ლიეტუვა
- ლუქსემბურგი
- მალტა
- მარშალის კუნძულები
- მოლდოვა
- მონაკო
- მონტენეგრო
- ნიდერლანდები
- ახალი ზელანდია,
- ჩრდილოეთ მაკედონია
- ნორვეგია
- პალაუ
- პონოეთი
- პორტუგალია
- რუმინეთი
- სან მარინო
- სლოვაკეთი
- სლოვენია
- ესპანეთი
- შვედეთი
- გაერთიანებული სამეფო
- ამერიკის შეერთებული შტატები
- ევროკავშირი
კომენტარები