გიორგი გახარია პარლამენტში განცხადებას აკეთებს:
მე ვთქვი, რომ ამ კვირიდან დაიწყებოდა დახმარებების გაცემა და დაიწყო:
დღეის მდგომარეობით 72 175 ჩვენ მოქალაქეს ჩაერიცხა 200 ლარიანი დახმარება.
52 151 თვითდასაქმებულმა კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით უკვე მიიღო.
194 796 სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულაა 65 000 – 100 000 – უკვე ჩაერიცხა დახმარება.
ასევე, დახმაარება დაერიცხა 22 644 მრავალშვილიან ოჯახს,
40 440 შშმ პირს.
18 000 ფერმერმა უკვე შეიძინა შეღავათიანი აგროდიზელი და 22 000 ფერმერს უკვე ჩაერიცხა აგროქულები საჭირო ნივთების საყიდლად.
საერთო ჯამში ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური დახმარებით უკვე ისარგებლა 427 226-მა ადამიანმა.
კომენტარები