სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს, რომელიც სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალი წარუდგინეს. საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში, 16 ივლისს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს.
სამხარაძე არ დაუკავებიათ.
ადვოკატის თქმით, სამხარაძე წარსულში ძალოვანი უწყების თანამშრომელი იყო და საშტატო იარაღიც ჰქონდა, თუმცა უწყებიდან წასვლის შემდეგ იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა და სწორედ ეს ტყვიები იპოვეს სამხარაძის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 16 ივლისს.
ალექსანდრე სამხარაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
კომენტარები