ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“ჩემი შვილის ნათლია გარდაიცვალა რამდენიმე თვის წინ 45 წლის.
უკარგესი, უკეთილშობილესი ადამიანი, გამორჩეული მეგობარი და ჩემი ოჯახის წევრი. 5 შვილის მამა. იმ დროს ვაქცინები არ იყო, რომ ყოფილიყო, აცრილი იქნებოდა, გადარჩებოდა, გაგვახარებდა ჩვენს გვერდით ყოფნით, ოჯახიც ბედნიერი იქნებოდა, ჩვენც, სული რომ ტრავმირებული დაგვრჩა მისი გარდაცვალებით.
გულს მიკლავს ხოლმე იმის ფიქრი, რა იქნებოდა მაშინ უკვე ყოფილიყო ვაქცინა, ის ხომ ცოცხალი იქნებოდა და დიდ ხანს, დიდ ხანს იცოცხლებდა, რადგან უჯანმრთელესი ბიჭი იყო.”
კომენტარები