“შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაბეთში ასეთ რაღაცებს არ პატიობენ – 48 საათია, არც ერთი არ ჩანს, არც სოციალურ ქსელში, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აბუ-დაბიში მომხდარზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ წევრებს დაუსჯელობის განცდა ჰქონდათ და ეგონათ, რომ იქაც “გაუვიდოდათ“.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, შესაძლოა, მმართველი პარტიის წევრებს რამდენიმე წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ, თუკი ჯგუფური ძალადობა დაუმტკიცდათ.
“მარტო აბუ-დაბიში ხომ არ უქნიათ ეგეთი რამ. ის, რომ 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ამის შემთხვევები საქართველოში იყო უამრავი. ჰქონდათ იგივეს მცდელობა. იმ ბიჭმა იქით სცემა ისინი, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. შეეჩვივნენ, რომ ეგეთი ქცევა არის ნორმალური და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბუშიც იგივე გაკეთებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეგეთ რაღაცებს აბუ-დაბიში არ პატიობენ.
48 საათია, არც ერთი არ ჩანს, არც სოციალურ ქსელში, არც თვითონ ჩანან, არც მათი ოჯახის წევრები. ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.
კომენტარები