პოლიტიკოსი, დავით ბერძენიშვილი, “ტვ პირველთან” საუბრისას, ამბობს:
“აგვისტოში ვერ შეიქმნა კომიტეტი 5-6 ივლისის მოვლენებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ბოიკოტი აქვს ოპოზიციასო, თუმცა, ვერ ვხვდები რაში უშლიდათ ბოიკოტი ხელს ხელმოწერების შეგროვებაში? ზალიკოს ჰკითხა ჟურნალისტმა და უპასუხა, ლიდერი გვყავს ციხეშიო და საუბარია პირველ ოქტომბრამდე, არც აგვისტოში და არც სექტემბერში არ იყო ამ კომისიისადმი კეთილგანწყობა, მეტიც, ახლაც არ ახსენებენ. გადაიფარა ეს თემა, მეშვიდეხარისხოვანი გახდა 5-6 ივლისის თემაზე კომისიის ვერშემქნის საკითხი… შეიქმნა ყალბი ემოციები, მოდი ახლა, სტუდიებს მოვაწყობთ რუსთავლეზე და ამითი… ნურავინ ნუ გამიბრაზდება ახლა… შეიქმნა ილუზია, რომ ვერ ამარცხებთ არამიშისტები და მიშა დაამარცხებს… პირიქით, ვერ ამარცხებს მარტო მიშა და შეცდომაში გაჯიუტებაა.
5-6 ივლისის კომისიის შექმნა უნდა იყოს აქტიუალური, წინაპირობაც კი სხვა კომისიების შესაქმნელად. მთავარი საკითხია, 5-6 ივლისის საგამოძიებო კომისიის შექმნა ნაციონალურ მოძრაობას აშინებს, თუ არ აშინებს, ნაციონალურ მოძრაობას ეშინია საპატრიარქოსთან დაპირისპირების, თუ არ ეშინია?
ყველაფერი თვლით არის. ჩვენ კეთილგანწყობილი ვართ შეიქმნას კომისია მიშას საკითხთან დაკავშირებით. რიგითობის მიხედვით, არის 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი კომისია, ადამიანი გარდაიცვალა, შეეწირა ამ ამბავს. სირცხვილიას ოფისში მირბოდა თქვენი ჟურნალისტი და ოპერატორი, გააჩერეს, გაჩერდნენ ამ ხროვასთან და ამითი სირცხვილიას ოფისამდე დროულად ვერ მიაღწიეს და იქ დარჩენილი 4 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა. არაერთი ჟურნალისტი იყო დაზიანებული. ვფიქრობ, ოპოზიციის საპარლამენტო წარმომადაგენლობა ვალშია ჟურნალისტებთან, ლექსოსთან, მთელ საზოგადოებასთან, უმცირესობის წარმომადგენლებთან… თუ ვინმეს ჰგონია ნაცინალურ მოძრაობაში, ახლა მოაწერენ ხელს, კომისიას შექმნიან და პარლამენტში არ იმუშავებენ, ესე იგი კიდევ ვერ მიმხვდარან, რომ მათი ადგილი პარლამენტშია და არა ღობე-ყორეს მოდება.”
კომენტარები