გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 აგვისტოს, 11:00-დან 12:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აბანოსხევი, ბულაჩაური, ქუბრიაანი, ზემო ბულაჩაური, ქოჩორაანი, ხოლო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: არაგვისპირი, ბოდორნა, ბიჩნიგაურები, აგატი, ქვემო არანისი, ჟინვალი, ჭოპორტი, ჭალა.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, ქანდა, მუხრანი, ქსანი, პატარა ქანდა, აღაიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
კომენტარები