OK! Magazine Georgia ასტროლოგს მიხეილ ცაგარელს ესაუბრა:
(ინტერვიუ 8 აპრილს გამოქვეყნდა)
ბატონო მიხეილ, კორონა ვირუსის გავრცელების გამო მსოფლიო უდიდესი განსაცდელის წინაშე დგას. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს პრობლემა?
იქამდე, სანამ კორონა ვირუსი გავრცელდებოდა ერთი თვით ადრე ვსაუბრობდი მე ამასთან დაკავშირებით და ბევრმა წინასწარ იცოდა მოსალოდელი ამბის შესახებ. კორონა ვირუსი გავრცელდა ლაბორატორიიდან, სადაც ცდები ტარდებოდა ღამურებზე. ღამურაზე იმიტომ, რომ ამ ვირუსის გადამტანი აღმოჩნდა, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთ–ერთი ღამურა გაექაცათ ან შეგნებულად გაუშვეს ლაბორატორიიდან და სწორედ აქედან დაიწყო ვირუსის ადამიანებზე გავრცელება.
კორონა ვირუსი შედგება 50 შტამისგან, ანუ 50 სახეობის გრიპი ერთად არის შეერთებული, ამიტომ ვერ პოულობენ ვაქცინას, ადრე თუ გვიან მიაგნებენ, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ მოხდება ეს. ძალიან რთულია ჯერ თითოეული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის და შემდეგ შეჯერებული ვაქცინის მიგნება, სწორედ ამიტომ აქვს ვირუსს დამანგრეველი ფაქტორი.
როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას ასტროლოგიური თვალსაზრისით?
ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს პროცესი დაიწყო 25 დეკემბრისა და 10 იანვრის შუალედში, როდესაც მოხდა მზისა და მთვარის დაბნელება და ამავდროულად გვიახლოვდებოდა ვირთხის წელიწადი. შესაბამისად ძალიან ცუდ პერიოდს დაემთხვა ღამურის გაქცევა.
უნდა აღინიშნოს, რომ ახლა გვაქვს ყველაზე რთული პერიოდი, რაც ასტროლოგიური კუთხით განპირობებულია იმით, რომ მოხდა 3 ძალიან დიდი და მძიმე პლანეტის იუპიტერის, სატურნისა და პლუტონის შეერთება თხის რქის ზოდიაქოში, ეს მოვლენა ძალიან იშვიათია. იუპიტერი არის გაფართოების პლანეტა, პლუტონი და ნეპტუნი კი მართავს ინფექციებს. დეკემბრისა და იანვრის თვეში, როდესაც დაიწყო ყველაფერი შავი მთვარე, ეგრეთწოდებული მაცდუნებელი ძალა გადიოდა თევზების ზოდიაქოს ნიშანს, რაც იმას ნიშნავს, რომ თევზებში ამ დროს იმყოფებოდა ინფექციების პლანეტა ნეპტუნი, რომელიც ისედაც თევზების მმართველი პლანეტაა. ეს არის ერთ–ერთი მიზეზი თუ რატომ გავრცელდა ასე ადვილად ვირუსი და მეორე მიზეზი იყო პლუტონისა და ინფექციების პლანეტის სატურნ–იუპიტერთან შეერთება, რადგან როგორც აღვნიშნეთ იუპიტერი არის გაფართოების პლანეტა და მსოფიოში მოხდა ინფექციის გავრცელება, თანაც ეს მოხდა მზისა და მთვარის დაბნელების უმძიმეს პერიდში.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი – სამყაროს 5G-თან ურთიერთობა. ეს არის სიხშირე, რომელზეც უნდა გადავიდეს კაცობრიობა. ამის წინააღმდეგ ევროპაში იყო ძალიან აქტიური გამოსვლები, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდით რაში იყო საქმე. აღმოჩნდა, რომ ქალაქ უხანში 1 თვით ადრე დააყენეს ტესტური სისტემის 12 სადგური, რომელიც იყენებდა 5G–ს. როგორც აღმოჩნდა აღნიშნული სიხშირე ხელს უშლის ჟანგბადის შეერთებას ჰემოგლობინთან და ამ დროს ადამიანის იმუნიტეტი რადიკალურად კლებულობს და უჭირს სუნთქვა.
ბატონო მიხეილ, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა სტატიები, სადაც წერდნენ, რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებით უცხოპანეტელებისგან გქონდათ გამოცხადება, შეესაბამება თუ არა ეს ამბავი სიმართლეს?
ეს არის ტყუილი, რომელიც მოიგონეს გაბოროტებულმა ადამიანებმა. მათ სურთ, რომ „მომაკერონ“ ისეთი განცხადებები, რომლებიც სინამდვილეში მე არ მითქვამს. ეწერა, რომ გამოცხადება და შეხვედრა მქონდა უცხოპლანეტელებთან და მესაუბრნენ კორონა ვირუსის შესახებ, მაგრამ ეს ამბავი არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. გუშინ აღმოვაჩინე კიდევ ერთი სტატია, რომ აპრილში იქნება კორონა ვირუსის მესამე ტალღა, რომელიც საქართველოს წალეკავს… ვფიქრობ, ვინც ასეთ რამეს წერს ვერ მიტანს და აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა.
არის თუ არა კონკრეტული დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვოჩინოთ?
მინიმუმ 25 აპრილამდე და მაქსიმუმ 5 მაისამდე ჩაირთო მესამე ძალიან მძიმე ტალღა. ინტელექტის მმართველი პლანეტა გადავა ვერძის ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე აგრესიულ ფორმას კორონა ვირუსი ახლა მიიღებს. მაქსიმალური სიფრთხილის, სიმშვიდის და სიკეთის გამოვლენის დროა ადამიანების მხრიდან.
იწერება სტატიები – : „ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც კორონა ვირუსი არ შეხვდება“, რამდენად შეესაბამება ეს სიტყვები რეალობას?
ეს არის ადამიანების ფანტაზიების ნაყოფი. რეალურად აბსოლოტურად ინდივიდუალურია ეს განმარტება. უბრალოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ენერგო ტონუსი და იმუნიტეტი მაღალია, თუმცა მთავარია ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ტვინი და ვიბრაცია რამდენად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც აპოკალიფსთან არის დაკავშირებული. თუ ეს ადამიანები ნეგატიურ ენერგიას უშვებენ კოსმოსში, მხოლოდ ენერგო ტონუსი არ უშველით, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს სამი ნიშანი შედარებით დაცულია. აპრილში შედარებით დაბალი ტონუსი აქვთ კუროებს, კირჩხიბებს და თევზებს, მაგრამ თუ მათი ვიბრაციული მუხტი მაღალია, ვირუსს მარტივად აირიდებენ თავიდან.
როგორ შეაფასებდით საქართველოს მიდგომას ვირუსთან მიმართებაში?
ასტროლოგიური თვალსაზრისით მე თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველო ყველაზე კარგად გაივლიდა ამ პროცესს, რადგან არსებობს ეგრეთწოდებული ასტროლოგიური სახლების მცნება, სადაც მეექვსე ასტროლოგიური სახლი მართავს ჯანმრთელობას, და ამ ზონაში საქართველოს პირად ასტროლოგიურ ჰოროსკოპში აღმოჩნდა გამარჯვების მმართველი პლანეტა – იუპიტერი. შესაბამისად, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები დანაკარგების წინაშე აღმოჩნდება, შედარებით უმტკივნეულოდ გაივლის ამ პროცესებს და ქართული მედიცინაც სათანადო სიმაღლეზე იქნება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, რასაც ჩვენი ექიმები აკეთებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
ეზოთერული კუთხით როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს?
ეზოთერული კუთხით სამყაროში ხდება აპოკალიფსი. აპიკალიფსი ეს არის ტრანსფორმაცია და არა ნგრევა, ტრანსფორმაცია სულისა და გონისა. მე მრავალი წელია მოსახლეობას მოვუწოდებდი, მაგრამ დამოკიდებულება იყო არასერიოზული, პირველი მოწოდება იყო 90–იანი წლების ბოლოსკენ, 2000 წელს განსაკუთრებულად აღვნიშნე, რომ შემოდიან ინდიგო ბავშვები, ანუ სამყარო ემზადება ახალი განვითარების ეტაპისთვის. აპოკალიფსის მეორე ნიშანი იყო 2012 წელს, როდესაც მაიას კალენდრის თანახმად, „მეხუთე მზის დრო“ დასრულდა, ამ თარიღმა უამრავი ცრუ წინასწარმეტყველება და ეზოთერული სპეკულაცია გამოიწვია. ახლა დადგა ჟამი იმისა, რომ კაცობრიობა გადავიდეს ძალიან მნიშვნელოვან გონებრივი განვითარების მეოთხე განზომილებაში, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ იმ ადამიანებმა ვინც არ არიან ამისთვის მზად არც მენტაურად და არც სულიერად დატოვონ ეს ქვეყანა, ფაქტობრივად კორონა ვირუსი შეიქმნა სამყაროს მიერ, რათა დაწყებულიყო ეს პროცესი. ეს პროცესი შეცვლის სამყაროს, წინა წამოვა პლანზე სიკეთე, კეთილშობილება და სიცოხლის ფასი გახდება სულ სხვა, შესაბამისად ადამიანები შეცვლიან საკუთარ პოზიციებს.
კორონა ვირუსის გადავლის შემდეგაც ბევრი მსხვერპლი გვექნება. მათ შორის ზაფხულში, იქნება მკვლელობები, ავარიები და ა.შ. დარჩებიან ისინი, ვინც მზად იქნებიან შემდგომი ეტაპებისთვის. კორონას აქვს თავისი სიხშირე, ამიტომ თავიდანვე მოვუწოდებდი ყველას, რომ პანიკის გარშე მიდგომოდნენ ამ ამბავს. ამ პროცესების დასრულების შემდეგ ბევრ რამეს გადავაფასებთ. სერიოზული ცვლილელების დროა.
როგორ ფიქრობთ, როდის გადაივლის პანდემია?
ჩვენ გამოვიარეთ სამი ძირითადი ტალღა. პირველი იყო იანვარში, მეორე თებერვალ–მარტში და ახლა ჩვენ გვაქვს მესამე ტალღა, რომელიც დაიწყო 6 აპრილიდან და მოქმედების არეალი დაახლოვებით აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. 5 მაისიდან აშკარად დაიწყებს კლებას და 5 ივლისი არის საბოლოო დღე, როდესაც გადაივლის პანდემია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღარ განმეორდება, არ არის გამორიცხული, რომ მცირეოდენი მასშტაბებით კიდევ შეგვახსენოს თავი. ნოემბრის დასაწყისში კიდევ მოხდება იუპიტერის პლუტონთან შეერთება, თუმცა მთავარი მოვლენები ახლა ხდება.
კომენტარები