ჟურნალისტი, ნინო ჟვანია:
“რაც გავრილოვს მოვუწყვეთ იგივე უნდა მოვუწყოთ პირველი რეისით ჩამოფრენილ ყველა რუსს. უნდა დავხვდეთ აეროპორტში სტვენით, გინებით, ტრანსპარანტებით.
დავხვდეთ სასტუმროებთან კვერცხების სროლით.
დავხვდეთ რესტორნებში როგორც პოზნერს და ცისკარიძეს სვეცკი ვახშმისას. ყველა რესტორანს მოვუწოდოთ არ შეუშვან კრემლის პროპაგანდისტები. სადაც სიმონიანს და კანდელაკს ელარჯს გაუწელავენ იმ რესტორანმა იცოდეს რომ რეპუტაცია შეერყევა.
თანახმა ვარ პოლიციამ ხელები გადაგვიგრიხოს, გამოგვყაროს, ჭავლით დაგვშალოს, თუნდაც ადმინისტრაციული წესით რამდენიმე დღით დაგვაკავოს.
მე წამოვალ. იმედია ვინმე დარჩა კიდევ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორიდან და ოპოზიციურ პარტიად წოდებულებიდან ვინც ამას დააორგანიზებს. სამოქალაქოდან იმიტომ ვკითხულობ რომ საქართველო პირველ რიგში მაგ ხალხმა, მაგ თაობამ დატოვა და ცოტა დავრჩით.
პოლიტიკოსებზე იმიტომ ვკითხულობ რომ ბოლოს სადაც მნიშვნელოვანი და საჭირო იყო მათი აქტიურობა არსად ჩანდნენ. სამოქალაქო სექტორი არ გვიშვებს და არ გვიკარებს, არ უნდათ ჩვენთან დგომაო და გადაიდეს ფეხი-ფეხზე.
მოდით ახლა გავნაწილდეთ. ერთი აეროპორტში დახვდეს, მეორე ქალაქისკენ ტრასის გაყოლებაზე ცოცხალ ჯაჭვად დადგეს. რესტორნები და სასტუმროებიც გავინაწილოთ თუ მათ გვერდზე ვინმეს დგომა არ უნდა.
ხალხო ისედაც 5 კაცი დავრჩით ამ ქვეყანაში, აქედან 2 ქოცია და გადავინაწილოთ საქმე რა, ამ სამმა კინკილა კაცმა, რა დროს გაბუტვაა? აღარ გამაგონოთ ‘ მე ამის გვერდზე არ დავდგები’ და ‘პოლიტიკოსები გაემიჯნონ’ თან რას? აქციებს და პოლიტიკურ მოთხოვნებს? პოლიტიკოსების გარეშე ქვეყნის პოლიტიკას ვაპროტესტებთ? ვინც კიდევ მაგას დაიწყებს საკუთარი ხელით გავჩეჩავ და ჩავთვლი რომ “ჩანერგილია”. ეყო დიღმელაშვილსაც ამდენი სწავლა, ჩამოვიდეს აწი! რა დროს ევროპა და მაგისტრატურაა, გადამწყვეტი ბრძოლაა ახლა და ხალხი გაგვეფანტა.”
კომენტარები