ხელისუფლების ცრუ დაპირებისა და 11 თვიანი ლოდინის შემდეგ, ზაზა გახელაძის დედამ თვითმკვლელობა სცადა.
რას ჰყვება ზაზა გახელაძის ოჯახი:
“ვფიქრობდით მთავრობა ოჯახს გვერდში დაუდგებოდა, გვპირდებოდნენ ერთ კვირაში, ორ კვირაში, მაგრამ არანაირი შედეგი…
ჩავიფიქრე ერგნეთში გადასვლა, იმიტომ რომ უკვე ვეღარ ვიტანდი ჩემი შვილიშვილების ყურებას, საჭმელს არა ჭამენ, სასმელს არა სვამენ… მეუღლე ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, შევიდა, გამოიტანა ბენზინი და გადაისხა. დღეს ნანა აღარ იქნებოდა, რომ არ დაენახათ. ამის გამო გადავწყვიტე აქციები…
იმედი, რომელსაც მთავრობა გვაძლევდა, პრემიერმა ღარიბაშვილმა რა იმედიც მოგვცა, ეს იყო ბოლო იმედი. გაგვიჩნდა პროტესტი, რომ ოჯახმა ხმაურით და აქციებით შედეგს მივაღწიოთ…”
ახლა შიდა ქართლში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ, რომელსაც დედაქალაქიდან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეუერთდებიან
კომენტარები