11-მილიონიანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ისევ დაუსრულებელია.
“ენმ”-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი:
“5 მილიონი ლარი უკვე გადახდილია მშენებლობაში, რომელიც 4 თვეზე მეტია, მიტოვებულია. კომპლექსის ნაცვლად, მხოლოდ ბეტონის კონსტრუქციები გვაქვს. 2 წლის განმავლობაში როგორ მოხდა, რომ ეს ერთი კომპლექსი ვერ დაასრულეს. ვინ აგებს პასუხს, გამქრალ მილიონობით ლარზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მოპარეს?”
კომენტარები